ზეითუნის ზეთის ზიანი
ის, რომ ღორის ქონი ზეითუნის ზეთზე უფრო სასარგებლოა, დე მონფორის უნივერსიტეტის ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მათ ჩაატარეს უამრავი კვლევა, რომლებიც მცენარეული ზეთის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედებას ეხებოდა.
მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ეს პროდუქტი ძალიან პოპულარულია. თუმცა, ზეითუნის, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთზე კერძის მომზადება ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე და აი, რატომ
Rchevebi.com-ის რედაქციამ თქვენთვის მოამზადა სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში.
მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მცენარეული ზეთი ძალიან სასარგებლოა მხოლოდ უმ მდგომარეობაში. შეწვის დროს, ეს პროდუქტი გამოყოფს ალდეჰიდებს - ნივთიერებებს, რომლებიც დამღუპველად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.
კვლევის ავტორებმა ასეთი მკვეთრი მაგალითი მოიყვანეს: ისინი ამტკიცებენ, რომ მცენარეულ ზეთში მოზადებულ თევზში 200-ჯერ მეტი ალდეჰიდია, ვიდრე ამას უსაფრთხოების სტანდარტები უშვებს.
ტოქსიკური ალდეჰიდების მიღება ან შესუნთქვა იწვევს კიბოს გაჩენისა და გულის სხვადასხვა დაავადების დიდ რისკს.
ალბათ, ჯანმრთელობას იმაზე უკეთ ვერ მოვექცევით, ვიდრე მცენარეულ ზეთზე უარის თქმაა. ინგლისელი მკვლევარები ამბობენ, რომ უმჯობესია, საკვებად ღორის ქონი ან ნაღების კარაქი გამოვიყენოთ.
აღნიშნული დასკვნის სასარგებლოდ მეტყველებს სხვადასხვა საკვები ცხიმების თერმული დამუშავების დროს გამოყოფული ქიმიური ნივთიერებების შესწავლისადმი მიძღვნილი 20-წლიანი კვლევის შედეგებიც.
ღორის ქონი შეიცავს მონოგაუჯერებელ ცხიმოვან ნაერთებს, რომლებიც, გათბობისას, არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს.
ღორის ქონი შეიცავს პოლიგაუჯერებელ არაქიდონულ მჟავას, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება აქვს: დადებითად მოქმედებს ტვინის, თირკმლების, გულის ფუნქციონირებაზე, სისხლიდან გამოყოფს მავნე ქოლესტერინს.
ასევე, ეს ქონი მდიდარია A, D და E ვიტამინებითა და კაროტინით. ეს ცხიმი დაგეხმარებათ იმუნიტეტისა და ორგანიზმის საერთო ტონუსის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით, წლის ცივ პერიოდში.
ბევრმა იცის, რომ არ შეიძლება საკვების გაცხელება იმ ტაფაზე, რომელზეც ცოტახნისწინ რაღაც შეწვეს ზეთით. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საკვებად გაცხელებული ძველი ზეთი გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ცხიმოვანი მჟავების დაშლის შედეგად ჩნდება.
მათი ნაწილი გადადის ორთქლში, მაგრამ დიდი ნაწილი საკვებზე რჩება. ეს ალდეჰიდები ავთვისებიანი სიმსივნეების გაჩენის, ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების განვითარების მიზეზია.
ამ მიზეზით, ინგლისელი მეცნიერები გვირჩევენ კერძებისთვის ქონისა და კარაქის გამოყენებას.
თქვენ როგორ ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? გაქვთ კონკრეტული გამოცდილება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.