ორგანიზმის გაწმენდა ბრინჯით
მთავარი პირობა, რომელიც უნდა დაიცვათ: ბრინჯი უნდა მიირთვათ უზმოზე, ასეთი საუზმის შემდეგ კი 3 საათის მანძილზე არ შეიძლება ჭამა და სმა.
მაშ ასე, აიღეთ ჩვეულებრივი ბრინჯი და გაზომეთ იმდენი სუფრის კოვზი, რამდენი წლისაც ხართ. გარეცხეთ და ჩაყარეთ ქილაში. შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და შედგით მაცივარში. დილით გადაასხით წყალი, აიღეთ 1 ს.კ. ბრინჯი, ხარშეთ 3-4 წუთი მარილის გარეშე და მიირთვით უზმოზე, დილის 8-ის ნახევრამდე. დარჩენილ ბრინჯს ისევ დაასხით მდუღარე წყალი და შედგით მაცივარში. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, სანამ ბრინჯი არ დამთავრდება.
ამ უჩვეულო მეთოდის საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ბრინჯის მარცვლებს კრისტალური სტრუქტურა აქვს. როცა მარცვლებს ვალბობთ, ვაშორებთ მას სახამებელს, ბრინჯის ფაფა ნელდება არა კუჭში, არამედ ნაწლავებში, მარცვლები მოქმედებს, როგორც აბსორბენტი.