» » » კვლევების თანახმად, ბრინჯი დარიშხანს შეიცავს! ჯანმრთელობა რომ არ დაიზიანოთ, მის მომზადებამდე მოიქეცით ასე.

კვლევების თანახმად, ბრინჯი დარიშხანს შეიცავს! ჯანმრთელობა რომ არ დაიზიანოთ, მის მომზადებამდე მოიქეცით ასე.

ბრინჯი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი ყოველდღიურ კვების რაციონში. თერმული დამუშავების შემდეგაც კი ეს მარცვლები ინახავს საკმაოდ დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს. გარდა ამისა, ბრინჯი - რთული ნახშირწყლების დიდი ბუნებრივი წყაროა, რომლებიც სწრაფად გვანიჭებს სინაყრის განცდას და მთელი დღის განმავლობაში გვინარჩუნებს მას.



ძველ დროში ბრინჯის ფაფა ყველაზე სასარგებლო საკვებ პროდუქტად ითვლებოდა, რომელიც აუმჯობესებს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას, თუმცა ეს მოსაზრება მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს. თანამედროვე კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ეს პროდუქტი შეიცავს დარიშხანს.



დარიშხანი ბრინჯში

სამეცნიერო ჟურნალში "The Telegraph" დაბეჭდილი სტატიის თანახმად, დარიშხანი ბრინჯში ნიადაგიდან ხვდება, რომელსაც პესტიციდებით ანოყიერებენ. სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, მოსავლიანობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად, პრაქტიკულად ყველა პლანტაციაში გამოიყენება. დარიშხანი ნიადაგში ათობით წლების განმავლობაში რჩება.



როგორც ყველას კარგად მოგეხსენებათ, ბრინჯი - არაჩვეულებრივი აბსორბენტია, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას იწოვს ტოქსინებს და გამოაქვს ისინი ორგანიზმიდან. ანალოგიურად ხდება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების შეწოვა ბრინჯში მიწიდან.



გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, დარიშხანით უშუალოდ ხდება უკვე აღებული მოსავლის დამუშავებაც, რათა ბრინჯი სხვადასხვა მავნებლების, მაგალითად თაგვების მონაპოვრად არ იქცეს. ამ საწამლავს შეუძლია მრავალი სერიოზული დაავადების პროვოცირება, რის გამოც აუცილებლად უნდა დავიცვათ გარკვეული წესები მისი მომზადებსას. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ბრინჯი სწორად, რათა მინიმუმამდე შეამციროთ დარიშხანის შემცველობა მასში.



ბრინჯი მოხმარებისთვის უსაფრთხო რომ გახდეს, ჩინელები და იაპონელები მარცვლებს ცივი გამდინარი წყლით 7-ჯერ რეცხავენ. ეს მეთოდი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბრინჯის მოსამზადებლად მცირე დრო გაქვთ.

სხვა შემთხვევაში, უკეთესი იქნება, თუ წყალში ჩალბობილ ბრინჯს დატოვებთ მთელი ღამით, მეორე დღეს გადაღვრით წყალს, კიდევ ერთხელ კარგად გარეცხავთ მარცვლებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებით მის მომზადებას. ასეთი დამუშავების შემდეგ პროდუქტი აბსოლიტურად უსაფრთხო იქნება ჯანმრთელობისთვის.


  1. მეორე დღეს მოსამზადებელი ბრინჯის რაოდენობა ჩაყარეთ შესაბამისი ზომის ჭურჭელში და დაასხით მას 5-ჯერ მეტი წყალი.

  2. დააყოვნეთ ის მთელი ღამით. დილით გადაღვარეთ წყალი, კარგად გარეცხეთ მარცვლები ცივი გამდინარი წყლით და შემდეგ შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცების გამოყენებით.

  3. ახლა კი შეუდექით მის მომზადებას. ჩაყარეთ ქვაბში სასურველი რაოდენობით ბრინჯი, დაასხით წყალი (აუცილებლად დაიცავით პროპორცია 1 : 1,5) და დადგით ცეცხლზე.

  4. როდესაც წყალი დუღილს დაიწყებს, მინიმუმამდე შეამცირეთ ცეცხლი, ქვაბს დაახურეთ თავსაფარი და ხარშეთ ბრინჯი კიდევ 10 - 15 წუთის განმავლობაში.



ასე თქვენ მიიღებთ ჯანმრთელობისთვის აბსოლიტურად უსაფრთხო საკვებს, რომელიც თავისუფალი იქნება დარიშხანისგან. აუცილებლად დაიცავით ეს ინსტრუქცია, თუ გსურთ, თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის დაზიანება.

აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა ისინიც ფლობდნენ ამ ცოდნას. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.