» » » აღმოსავლური მედიცინის საგანძური მარილების დაგროვების წინააღმდეგ, რომელსაც ბრინჯის თერაპია ეწოდება

აღმოსავლური მედიცინის საგანძური მარილების დაგროვების წინააღმდეგ, რომელსაც ბრინჯის თერაპია ეწოდება

განსაკუთრებული მეთოდით მომზადებულ ბრინჯს შეუძლია ორგანიზმიდან მარილების გამოდევნა. მარილების სიჭარბე ორგანიზმში - ეს მხოლოდ მოჭრიალე სახსრები არ არის, არც გაშეშებული წელი, არამედ მაღალი არტერიული წნევა და მრავალი სხვა. ბრინჯით თერაპია წელიწადში ორჯერ ტარდება, კურსის ხანგრძლივობა არაუმეტეს 42 დღისა. კურსის ჩატარებისათვის საჭიროა 1-1,5 კილოგრამი ბრინჯი. უმჯობესია ისეთი ბრინჯის შერჩევა, რომელიც მოყვითალო და მოგრძოა. ბრინჯით თერაპიისთვის მომზადება მისი დაწყებიდან 5 დღით ადრე იწყება. სუფთად გარეცხილ 0,25 ლიტრიან მინის ქილებს მიამაგრეთ რიგითი ნომრები. N1 ქილაში მოათავსეთ 1-2 სუფრის კოვზი ბრინჯი და ბოლომდე შეავსეთ წყლით. მეორე დღეს დილით ანალოგიურად ვამზადებთ ახალ N2 ქილას, ხოლო N1 ქილაში წყალს ვცვლით ახლით. მესამე დღეს დილით ვამზადებთ N3 ქილას, ხოლო პირველ და მეორე ქილაში წყალს ვცვლით ახლით. მეოთხე დილას ვამზადებთ N4 ქილას, ხოლო სხვა დანარჩენში ვცვლით წყალს. მეხუთე დღეს დილით N1 ქილიდან გადავასხამთ წყალს, ბრინჯი კი გადაგვაქვს მდუღარე წყალში და ვხარშავთ 1-3 წუთს, შემდეგ წყალს გადავასხამთ, ქვაბს ვაჩერებთ 20 წუთს. ბრინჯის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე ვსვამთ ერთ ჭიქა წყალს ან დაუმტკბარ ჩაის. ბრინჯს ვჭამთ უმარილოდ, უშაქროდ და უცხიმოდ, გულდაგულ ვღეჭავთ. საუზმე გადავდოთ ოთხი საათით, ამასთან უნდა შევზღუდოთ მლაშე, ცხიმიანი, მწარე კერძები. კვირაში ორჯერ მენიუში შეგვაქვს "მუნდირში" შემწვარი კარტოფილი, რათა შევავსოთ გამოდევნილი კალციუმის მარილების რაოდენობა.
  • სამურაბედ გამზადებულ 60 ცალი კაკალი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. გატარებული კაკალი ჩავყაროთ თიხის ჭურჭელში, დააყარეთ ერთი კგ. შაქრის ფხვნილი, შეინახეთ ცივ და ბნელ ადგილას 40 დღე. შემდეგ გაწურეთ და დაასხით 1 კგ ნატურალური თაფლი და ნახევარი ლიტრა სუფთა სპირტი.
    გაანაწილეთ ნახევარლიტრიან ბოთლებში. მიიღეთ სუფრის კოვზით, ჭამის წინ, ერთი საათით ადრე, დღეში ორჯერ - დილა-საღამოს.

  • ანწლის გამხმარი ფოთლები, ღეროები, ძირები დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ 3 კილოიან ქილაში. დავასხათ 2 ლიტრი არაყი, გავაჩეროთ ერთი კვირას ბნელ ადგილას. დავიზილოთ სახსრები, მუხლები, მტკივნეული ადგილები. დავასველოთ ნაჭერი და კომპრესის სახით დავიდოთ, შევიხვიოთ და თბილად ჩავიცვათ.

  • ავიღოთ ნაძვის ორი დიდი გირჩი თავისი თესლებით, გავასუფთავოთ თბილ წყალში, გავატაროთ საკეპ მანქანაში, შემდეგ დავასხათ ერთი ლიტრი სპირტი ან სუფთა ჭაჭის არაყი. დავდგათ თოთხმეტი დღე ბნელ ადგილას, დროთა განმავლობაში შევანჯღრიოთ. მივიღოთ 15 გრამი ჭამის წინ. ერთი თვე ვსვათ, სამი თვე დავისვენოთ. შეგვიძლია კურსი გავიმეოროთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.