» » » სისხლძარღვების გაწმენდის 4 უნიკალური მეთოდი

სისხლძარღვების გაწმენდის 4 უნიკალური მეთოდი

სისხლძარღვები გულთან ერთად წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის ორგანოთა სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სისხლის მიმოქცევის ორი - დიდი და მცირე - ჩაკეტილი წრის მეშვეობით ადამიანს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, უჯრედებიდან კი ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი დაშლის საბოლოო პროდუქტები გამოაქვს. სისხლძარღვების გაწმენდა არა მარტო ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივების ერთადერთი საშუალებაა.

სისხლძარღვთა გაწმენდა
  1. 1 ჩაის ჭიქა კამის თესლი, 1 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ, დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამით თერმოსში გააჩერეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღე-ღამეში 5-7-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  2. სახეხზე ჩახეხეთ ერთი ლიმონი და ერთი თავი ნიორი, დაასხით 1,5 ლ ადუღებული და გაცივებული წყალი, 4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და სვით უზმოზე 50-50 გრამი.

  3. აიღეთ 300 გრამი ნიგოზი, გარგარის ჩირი, ჩამიჩი და 2 ლიმონი. გაატარეთ ხორცსაკეპში და შეურიეთ 300 გ თაფლი. მიირთვით 2 ჩაის კოვზი დღის ნებისმიერ დროს, ვიდრე მასა არ გათავდება. ნარევი მაცივარში უნდა ინახებოდეს.

  4. სისხლძარღვთა გასაწმენდად განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის წვენი, რომელსაც ამავე დროს ძლიერი ანტისეპტიკური, დეზინტოქსიკაციური (ტოქსინებისგან გამწმენდი) და სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი) მოქმედებაც აქვს. ყველაზე მოხეხრებულია ამ პროცედურის ჩატარება აგარაკზე. ამისათვის საკმარისია, კვირაში ერთხელ (უკეთესია ორჯერ) უზმოზე პურისა და მარილის გარეშე მიირთვათ ახალმოკრეფილი მწვანილი - ოხრახუში, კამა, ნიახური, ნიორი და სალათის მწვანე ფურცლები. თუ ყველა მწვანილს ვერ მოიძიებთ, არ იდარდოთ, მთავარია ოხრახუში გქონდეთ. დანარჩენი მწვანილი მხოლოდ აუმჯობესებს მის გამწმენდ მოქმედებას და გემოვნებით თვისებებს.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.