» » » საკმევლის უნიკალური თვისებები, რომლებზეც არაფერი გსმენიათ: უახლესი კვლევა, რომელმაც მედიცინა შეძრა

საკმევლის უნიკალური თვისებები, რომლებზეც არაფერი გსმენიათ: უახლესი კვლევა, რომელმაც მედიცინა შეძრა

საკმევლის არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას უქმნის. ამასთან, საკმეველი ამცირებს ჰაერში, წყალსა და, რაც მთავარია, ორგანიზმში მიკრობების გამრავლებას. რაშია ამ ნივთიერების საიდუმლო?

საკმევლის სასარგებლო თვისებები
ბიბლიაში მითითებულია რეცეპტი ამ სურნელოვანი კვამლის მომზადებისა და გამოყენებისა: "და უთხრა ღმერთმა მოსეს: "უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა."


სუფთა ლებონა - სწორედ ესაა საკმეველი, ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-ს ფისი, რომელიც არაბეთში იზრდება. შტახსი - ესაა სტირაქსის ხის კომიფორი (მირა).
სურნელოვანი ხელბანა - ეს ქოლგისებრი ოჯახის წარმომადგენელი მცენარის რძიანი წვენის გამაგრებული გრანულებია, რომლებსაც ტკივილგამაყიჩებელი, სპაზმოლიტური და შარდმდენი თვისებები აქვს. ონიქსი - მოლუსკის განსაკუთრებული სახეობის ნიჟარის ღერო, რომელიც მხოლოდ წითელ ზღვაში ცხოვრობს. დაფქული ნიჟარები ძველად მედიცინაში გამოიყენებოდა.


ერთად ამ კომპონენტების შეგროვებით, მეცნიერებმა სცადეს ჭეშმარიტი ბიბლიური საკმევლის თვისებების განსაზღვრა. შედეგმა ყველა შეძრა: საკმეველი უმძლავრესი იმუნოსტიმულატორი აღმოჩნდა.

გამოდის, რომ როცა ღვთისმსახურები დაავადებულებს საკმეველს აკმევდნენ, კვამლი, რომელიც წმინდა ძალებს განასახიერებდა, ავსებდა ოთახს. სამედიცინო გაგებით - კლავდა ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს.


უწვრილესი ნაწილაკები, რომლებიც ფილტვების გავლით ორგანიზმში ხვდება, წარმოუდგენლად სასარგებლო ეფექტით გამოირჩევა. საკმევლის კვამლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამარცხებს სტრესს, გეხმარებათ ნერვული გამოფიტვის, პანიკური შეტევებისა და უძილობის დაძლევაში.

საკმევლის არომატი აუმჯობესებს მეხსიერებას. შუასაუკუნეების ეპოქაში, სომეხი ექიმი ამირდოვლათ ამასიაცი წერდა: "თავისი ცხელი და მშრალი ბუნებით, საკმეველი აძლიერებს გონებას და კურნავს მავიწყობას." დაოსები საკმეველს დღეგრძელობის საშუალებად მიიჩნევდნენ.


თქვენ რას ფიქრობთ ამ ღვთიურ სურნელებაზე?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.