100 მლ-ის დასამზადებლად საჭიროა:
ინგრედიენტები:
- 75 მლ მინერალური წყალი
- 1 ჩ/კ გლიცერინი
- 3 წვეთი საკმევლის ეთერზეთი
- 1 წვეთი მირისის ეთერზეთი
მომზადების წესი:
თასში ერთმანეთს შეურიეთ მინერალური წყალი და გლიცერინი.
დაუმატეთ ეთერზეთები და კარგად მოურიეთ. ჩაასხით სტერილურ ბოთლში და დაახურეთ თავზე. შეინახეთ მაცივარში. შენახვის ვადაა 6 კვირა.
გამოყენების წესი:
ტონიკი სახის გაწმენდის შემდეგ ან მაშინ გამოიყენეთ, როცა კანის გამოცოცხლება გჭირდებათ. ბამბაზე დააწვეთეთ ტონიკის რამდენიმე წვეთი და სწრაფად გადაისვით შუბლზე, ცხვირსა და ლოყებზე. ეს კანს ჭუჭყისა და მაკიაჟის ნარჩენებისგან გაასუფთავებს. თუ სახის სწრაფი გამოცოცხლებათ გსურთ, შეისხურეთ პულვერიზატორით.