ფისი
ცნობილია "უდაბნოს მარგალიტის" სახელითაც. ფისი ხის გამხმარი წვენია, რომელიც ხელით უნდა მოაგროვოთ. ამის გამო იგი ძვირად ღირებული ინგრედიენტია.
ეთერზეთი
სურნელოვანი ზეთი ფისის ორთქლზე დამუშვების შედეგად გამოიხდება. ამშვიდებს გონებასა და სხეულს.
ხის ქერქი
საკმევლის ხის სამშობლო ინდოეთი და არაბეთია. მას ქერქი პაპირუსივით ექერცლება და შიგნით მწვანე ფერის მერქანი აქვს. ეს უკანასკნელი კი არომატული ხის წვენის წყაროა.
სუნამო საკუთარი ხელით
ყურადღების მომკრები და დამამშვიდებელი არომატის მისაღებად, საკმევლის ზეთი ილანგ ილანგის, გერანის, ბერგამოტის, პაჩულის, მუსკატის, შალფეისა და კვიპაროსის ზეთებს შეურიეთ.
სახის ტონიკი
ტონიკი წმენდს სახეს და კრავს ფორებს. ამ მარტივი ტონიკის დასამზადებლად 50 მლ წყალს დაუმატეთ 1-2 წვეთი საკმევლის ზეთი და ბამბის ტამპონით კანზე წაისვით.
საკმეველის სასარგებლო თვისებები
აღადგენს და იცავს კანს.
ბოსველის მჟავა საკმევლის ზეთს ანთების საწინააღმდეგო და კანის სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ამის გამო საკმევლის ზეთი კანის მოვლის საშუალებების პოპულარული ინგრედიენტია.
ებრძვის დაბერების ნიშნებს.
საკმევლის ზეთს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს მობერებულ კანზე. ამცირებს ნაოჭებსა და წვრილ ხაზებს, ებრძვის ნაიარევის ჩამოყალიბებას და გამონაყარს კანზე.
კანის მატონიზირებელი.
საკმევლის ზეთი შემკვრელია და ამიტომ კანის კარგი მატონიზირებელია. 5-წუთიანი ორთქლის აბაზანა სახისთვის წმენდს ფორებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამკვრივებს კანს.
ორთქლის აბაზანა სახისთვის. ადუღებული წყლით სავსე თასში 5-6 წვეთი საკმევლის ზეთი ჩაასხით. თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და სახე თასის თავზე გააჩერეთ. მოდუნდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელ-ნელა დაიბრუნეთ ნათელი და ჯანსაღი კვება.
ანტისეპტიკი.
ჭრილობებისა და კანის წყლულების სამკურნალოდ ზედაპირზე წაისვით საკმევლის ზეთი. არ დაგავიწყდეთ მისი გაზავება, რადგან გაუზავებლად გამოყენება დაუშვებელია.
ებრძვის სტრესს.
ეთერზეთი არომათერაპიაში საკმაოდ პოპულარულია. იგი ებრძვის სტრესს, ამშვიდებს და ამაღლებს განწყობას. ორგანიზმს სძენს ენერგიას, აუმჯობესებს კონცენტრაციას და ხელს უწყობს მედიტაციას.
ტკივილგამაყუჩებელი.
საკმეველში შემავალი ბოსველის მჟავა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. შესივების, ართრიტისა და რევმატული ტკივილის შესამსუბუქებლად, საკმევლის ზეთი სამასაჟე ზეთში ან ლოსიონში გაურიეთ და მტკივან ადგილას წაისვით.
კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება.
კვლევები აჩვენებს, რიმ საკმეველში შემავალი კომპონენტები გარკვეულ როლს ასრულებენ კიბოს სხვადასხვა სახეობის ( მათ შორის, კანის კიბოს) წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჰგვრის სიამოვნების შეგრძნებას.
ზეთი გამოიყენება არომათერაპიაში. აძლიერებს დადებით შეგრძნებებს.