» » » მისი არამხოლოდ ეშმაკებს, არამედ მძიმე დაავადებსაც ეშინიათ: როგორ იყენებენ საკმეველს ჯანმრთელობისთვის

მისი არამხოლოდ ეშმაკებს, არამედ მძიმე დაავადებსაც ეშინიათ: როგორ იყენებენ საკმეველს ჯანმრთელობისთვის

საკმეველი უძველესი სურნელოვანი მინერალია, რომელზეც წმინდა აღთქმაში უამრავი ცნობაა აღწერილი. საკმეველს წარმოადგენს იშვიათი ხის, ბოსველიას (Boswellia) ფისი, რომელიც იზრდება არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოებში, აღმოსავლეთ აფრიკასა და ინდოეთში. ხის ქერქისგან იღებენ მოთეთრო წვენს, რომელიც, რამდენიმე დღის მანძილზე, მაგრდება, შემდეგ კი საკმევლად იქცევა.

უხსოვარი დროიდან, ქრისტიანული ტაძრების ჰაერი გაჟღენთილია საკმევლის არომატით. მისი ბოლი, რომელიც ზევით მიისწრაფის, მორწმუნეთა ლოცვებოს სიმბოლოა, რომლებიც ზეცას აღწევს.

საკმევლის გამოყენება საშინაო პირობებში
შეიძლება თუ არა საკმევლის გამოყენება სახლში? არსებობს მოსაზრება, რომ სახლის შედარება არ შეიძლება ტაძართან და საკმეველი მხოლოდ მისი ეკლესიის პრეროგატივაა. თუმცა, მითები იმის შესახებ, რომ ეკლესიაში მას ბოროტი სულების განსადევნად გამოიყენებენ, იმაზე მეტია, ვიდრე ცრურწმენა. ამიტომ, თუ ადამიანს საკმევლის დანთება შინ სურს, ამაში ცუდი არაფერია.
  1. საკმევლის წმენდა
    სახლში საკმევლის შებოლვა საათის ისრის მიმართულებით გაწმენდს სახლს ნეგატიური ენერგიისგან. ამისთვის საკმეველი ეკლესიაში უნდა შეიძინოთ. ასევე, წმენდის დროს ოთახში წინასწარ უნდა დაამყაროთ სისუფთავე, გადაყაროთ ნაგავი, გაწმინდოთ მტვერი.


  2. დამწვრობის მალამო
    შეურიეთ ღორის, იხვის ან ქათმის ქონი და საკმევლის ფხვნილი (3:1 პროპორციით). მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაინაწილეთ შემადგენლობა კანზე. 2-3 საათში პროცედურა გაიმეორეთ.

  3. კრემი კანისთვის
    კანის ელასტიურობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ საკმევლის ფხვნილისა და ხელის ჰიდროგელის კომბინაცია. მოამზადეთ სქელი მასა, წაისვით კანზე, დაიმუშავეთ და ნახევარ საათში ჩამოიბანეთ ფენა.

  4. საკმევლის ნაყენი მწეველთათვის
    აიღეთ 10 ჩ.კ. ნატურალური საკმეველი, დაასხით 250 მლ სუფთა სპირტი და დადგით რამდენიმე დღით ბნელ ადგილას.
    ეს ნაყენი მოხსნის ხველას მწეველებში, ასევე, გაწმენდს ფილტვებს. გარდა ამისა, მისი გამოყენება შეოძლება გაციებისა და ლარინგიტის სამკურნალოდ.


  5. თმის ნიღაბი
    შეურიეთ 480 მლ თბილი წითელი ღვინო და 15-20 გ საკმევლის ფხვნილი. ათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით, დაუმატეთ ცივი ქათმის კვერცხის გული. დაიტანეთ თმაზე და თავის კანზე, შეიხვიეთ თავი ცელოფნით და გაიჩერეთ 45 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი ჩვეულებრივად.
უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ საკმევლის სუფთა ეთერზეთები წმენდს ოთახს და დადებითად მოქმედებს ადამიანზე, ამიტომ ნუ მოერიდებით მის გამოყენებას სახლში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.