ჩვენი გემოვნური უპირატესობები მუდმივი კრიტიკის საგნად შეიძლება იქცეს, რადგან ჩვენს რაციონში ძალიან ცოტა ბოსტნეული, მეტი პურეული და ცხიმეულია, რაც სიმსუქნისა და დიაბეტის გაჩენას იწვევს.
რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ 10 ყველაზე სასარგებლო საკვებ პროდუქტს, რომლებსაც მუდმივად გვერდს უვლით სუპერმარკეტებში ისე, რომ არც გაინტერესებთ, თუ რითი შეუძლიათ მათ ჩვენი გაოცება.
სასარგებლო პროდუქტის სია
- რევანდი
როგორც ჩანს, ეს მცენარე ტყუილად ითვლება გზისპირა სარეველად: ამინომჟავების შემცველობით, რევანდი უტოლდება ნიახურსა და ისპანახს, C ვიტამინის შემცველობით ახლოს დგას შავ მოცვთან, კალიუმის შემცველობით კი - ბულგარულ წიწაკასთან.
რევანდის მოხმარება დადებითად აისახება თირკმლებისა და ნაწლავების ფუნქციონირებაზე, აუმჯობესებს საკვების ათვისებას, სასარგებლოა მათთვის, ვისაც დაბალი მჟავიანობა აქვს.
რევანდით შეიძლება სალათების, ხორცისა და თევზის გარნირების, სოუსების მომზადება. - ტოფუ
სოიოს ყველი ტოფუ ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს ძვლის ქსოვილს, კალციუმისა და B ვიტამინის შესანიშნავი წყაროა.
აღსანიშნავია, რომ ტოფუ შედის იმ პროდუქტების სიაში, რომლებიც იაპონელებმა დაასახელეს სიგამხდრისა და დღეგრძელობის საიდუმლოდ. - ბრუსელის კომბოსტო
პატარა, თითქოს სათამაშო ბრუსელის კომბოსტო ჩვენთან ბელგიიდან ჩამოვიდა. ეს ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს - მასში იგი 3-5ჯერ მეტია, ვიდრე კომბოსტოს სხვა სახეობებში და თითქმის იმდენივე, რამდენიც შავ მოცვში.
ფასეული მცენარეული ცილა მასში ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ყვავილოვანში და 5ჯერ მეტი, ვიდრე თეთრთავაში. კომბოსტო ძალიან სასარგებლოა ბავშვების, მოზარდებისა და ხანში შესულებისთვის. ხშირად გამოიყენება, როგორც დიეტური პროდუქტი საჭმლის მომნელებელი ორგანოების პრობლემების დროს. - კინოა
კინოა, ალბათ, ყველაზე ხელმისაწვდომი სუპერფუდია. ნასას სპეციალისტებმა ეს პროდუქტი ჩართეს კოსმონავტების რაციონში და ამტკიცებენ, რომ მცენარეულ სამყაროში მას არ ჰყავს კონკურენტი საკვები ნივთიერებების შემცველობაში. შეადარებისთვის: კინოა 14-18% ცილისგან შედგება, როცა წიწიბურაში იგი 12%, ხოლო ბრინჯში - 7%-ია. - ნიახური
ეს ბოსტნეული ძველი დროიდან გამოიყენება კულინარიაში. ადრე ითვლებოდა, რომ ნიახურს მაგიური თვისებები ჰქონდა და შეეძლო ბედნიერების მოტანა, ამიტომაც მისით რთავდნენ სახლს და წამლის სახითაც იყენებდნენ.
ნიახური დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად. 100 გ პროდუქტში K ვიტამინის დღიური ნორმის 33%-ია, რომლის დეფიციტიც დაკავშირებულია ოსტეოპოროზთან, კარიესთან და კიბოს სხვადასხვა სახეობასთან. - მაგარი ხორბლის მაკარონი
ასეტი მაკარონის გლიკემური ინდექსია 55 ერთეული. მარტივად რომ გაიგოთ, მოხარშული კარტოფილისთვის ეს ციფრი 65, სიმინდისთვის - 70, ველური ბრინჯისთვის - 65, გაზიანი სასმლისთვის - 74, ხოლო ლუდისთვის - 110ია. ანუ, ასეთი მაკარონის ნახშირწყლები იშლება ნელა, რისი წყალობითაც დიდხანს იგრძნობთ დანაყრების შეგრძნებას. - ნეკნები
ხორცი ნეკნებზე ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე პოპულარულია. შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მეტი ხორცი ნაკლებ ფასაც.
ნეკნის ხორცისთვის დამახასიათებელია გასაოცარი სირბილე და სინაზე. მას სასიამოვნო და მდნადი გემო აქვს. მოთუშული ნეკნები იდეალურია ყოველდღიური კერძის სახით, გამომცხვარი ნეკნები კი სადღესასწაულო სუფრისთვის გამოგადგებათ. - არტიშოკი
ეს მცენარე - გურმანებისთვის ნამდვილი ძღვენია! იგი კარგია საჭმლის მონელებისთვის, აუმჯობესებს ნაღვის ბუშტის ფუნქციონირებას.
გარდა ამისა, ეს ნატურალური შარდმდენი საშუალებაა. ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაციის გამო, არტიშოკი ძალიან სასარგებლოა ღვიძლისთვისაც. - კალმარი
ამ მოლუსკის თავიც და კიდურებიც შესანიშნავია სუპებისთვის, შემწვარ და მოთუშულ კერძებში და, თუ ყველას გაოცება გსურთ - გრილზე შემწვარიც. - ოსპი
ოსპი დიეტურ პროდუქტებს მიეკუთვნება, ამიტომ იგი სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს იმ ადამიანთა წრეში, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წრეს მისდევენ. მცენარის მარცვლები პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს, სამაგიეროდ ბევრ ცილასა და ნახშირწყალს შეიცავს, რაც დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას უზრუნველყოფს.