» » » ჩვენი ორგანიზმის დაუღალავი "წმენდავები", რომლებსაც გამოჰყავთ მავნე ნივთიერებები, ტოქსინები, მარილები და სხვა "ნაგავი"

ჩვენი ორგანიზმის დაუღალავი "წმენდავები", რომლებსაც გამოჰყავთ მავნე ნივთიერებები, ტოქსინები, მარილები და სხვა "ნაგავი"

საბედნიეროდ ბუნებაში არსებობენ ჩვენი ორგანიზმის ნამდვილი "წმენდავები", რომლებსაც გამოყავთ მავნე ნივთიერებები - ტოქსინები, მარილები და სხვა "ნაგავი" ეს - საკვები ბოჭკოებია. მათ კიდევ პექტინებს ან უჯრედისს უწოდებენ.
ისინი რთულ ნახშირწყლებს მიეკუთვნებიან. ბუნებაში დაახლოებით 25 ასეთი პექტინი არსებობს. ისინი, წესით, ჩვენ რაციონში უნდა შედიოდეს. მხოლოდ ნახევარი თუ შედის.
სწორედ უჯრედისი ინარჩუნებს ორგანიზმში მონელებით პროცესებს სათანადო დონეზე. ის მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:

  • ეხმარება ორგანიზმს საკვების სრულფასოვნად ათვისებაში;

  • სასარგებლო მიკროფლორის საკვები წყაროა;

  • "იჭერს" და ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსინები (მათ შორის მძიმე მეტალები), ნაღვლის მჟავები, მარილები, ქოლესტერინი, ხელს უშლის ნაღვლის ქვების წარმოქმნას.

  • ისრუტავს წყალს, რის გამოც ადვილდება საჭმლის მონელება და მისი გადაადგილება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

  • იწვევს ნაწლავების მოტორიკის აქტივაციას.

  • იწვევს დანაყრების შეგრძნებას;
    საკვები ბოჭკოების ყოველდღიური ნორმა 25 გრ-ია.

    საკვები ბოჭკოების შემადგენლობა 100 გრ პროდუქტზე:

  • ხორბლის ქატო - 45 გრ
  • ჭვავის ფქვილი - 10,5 გრ
  • ხორბლის ფქვილი - 3,15 გრ
  • პური - 3,5-8,5 გრ
  • წიწიბურა - 3,7 გრ
  • შვრიის ბურღული - 7 გრ
  • შვრიის ფანტელი - 3,1 გრ
  • ბრინჯი - 0,4 გრ
  • კომბოსტო - 2,8 გრ
  • ყვავილოვანი კომბოსტო - 1,8 გრ
  • მწვანე ხახვი - 2,1 გრ
  • სიმინდი - 4,7 გრ
  • ბადრიჯანი - 2,2 გრ
  • გოგრა - 1,9 გრ
  • პომიდორი - 1,4 გრ
  • კიტრი - 1,2 გრ
  • კარტოფილი - 3,5 გრ
  • სტაფილო - 3 გრ
  • ჭარხალი - 2,6 გრ
  • ბარდა - 8 გრ
  • ლობიო - 7,6 გრ
  • თხილი, სოკო - 7 გრ
  • ვაშლი - 2,6 გრ
  • მსხალი - 2,2 გრ
  • ლეღვი - 18,5 გრ
  • კურაგა - 10,1 გრ
  • შავი ქლიავი - 9,2 გრ
  • ქიშმიში - 6,8 გრ
  • ყურძენი - 1,8 გრ
    როგორც ვხედავთ, ყველაზე დიდი რაოდენობით პექტინებს ქატო შეიცავს. საკმარისია ის დღეში 1 დან 4 ს/კ -დე მივიღოთ.

მომზადების წესი:
ქატოს დღიურ ნორმას დავასხათ მდუღარე წყალი (რომ დაფაროს). 30-40 წთ-ის შემდეგ წყალი გადავასხათ დ დარჩენილი ქატო გამოვწუროთ.
მიღებული მასა გავყოთ 3-4 პორციად და მივიღოთ ჭამის დროს. კარგია მისი მიღება კეფირთან, ფაფებთან, სუპებთან და ბოსტნეულის კერძებთან ერთად.
წინააღმდეგჩვენებაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების გამწვავება, აგრეთვე მუცელში არსებული შეხორცებები.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.