» » » რითია საშიში მარცვლეული ფაფები: საყვარელი კერძების უკუჩვენებები

რითია საშიში მარცვლეული ფაფები: საყვარელი კერძების უკუჩვენებები

ჩვენი მენიუს თითქმის ნახევარს ფაფები შეადგენს. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სახიფათოა როგორც ფიგურის, ისე ჯანმრთელობისთვისაც. რამდენად სასარგებლოა შვრია საუზმეზე? ბურღული სასურველია მამაკაცებისთვის? მანი ფაფა ბავშვებში რაქიტს მართლა იწვევს? დღეს ვეცდებით, ამ საკითხებში გავერკვეთ.



ყველა ფაფის საერთო ნაკლი ისაა, რომ ყველა მათგანი შეიცავს სახამებელს, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტკბილ გლუკოზად გადაიქცევა. ყველა პროდუქტის იმის მიხედვით დასაყოფად, თუ როგორ წევენ შაქრის დონეს, მედიკოსებმა მოიგონეს სპეციალური მაჩვენებელი - გი (გლიკემური ინდექსი). ყველაზე მავნე პროდუქტი ამ მაჩვენებლის მიხედვით არის გლუკოზის სიროფი - მისი ინდექსია 100.



ყველაფერი, რაც იჭმევა, გი-ს მიხედვით, 3 ჯგუფადაა დაყოფილი: მავნე პროდუქტებში ინდექსი 70 ან მეტია (მათი მიღება მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ), ზომიერ პროდუქტს 56-69მდე აქვს გლიკემური ინდექსი, კარგ პროდუქტს კი - 55-ზე ნაკლები. საუკეთესო ფაფებიც კი - შვრია, წიწიბურა და ბრინჯის ფაფა - სასარგებლო და ზომიერ პროდუქტებს შორისაა მოქცეული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი დიდი რაოდენობით მიღება არაა სასურველი.



სასარგებლოა თუ არა ფაფები
შვრიის ფაფა
შვრია რეკორდსმენია ფაფებში ალუმინის, ბორისა და რკინის შემცველობით. ცილის შემცველობით კი ვერ უსწრებს ხორბლისა და წიწიბურის ფაფებს. გლიკემური ინდექსით 55 იგი ფაფების რეიტინგის შუაშია მოქცეული.


შვრია შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას გარე-პირობების ნეგატიური ზემოქმედების მიმართ. მის შემადგენლობაში არსებული კალციუმი და ფოსფორი აუცილებელია ადამიანის ძვლების სისტემის განვითარებისთვის, დიდი რაოდენობით რკინა კი ფაფას სასარგებლოდ ხდის ანემიის პროფილაქტიკისთვის.

ბოლოდროინდელი კვლევებით დადგინდა, რომ შვრიის ბოჭკოები შეიცავს მავნე ქოლესტერინის დონის შესამცირებელ აუცილებელ ნივთიერებას - ბეტა-გლუკანს. შვრიის 3 გ ჯერადი ბოჭკოს მოხმარება ქოლესტერინის დონეს 8-23%ით შეამცირებს. შვრია ძალიან კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურად ფუნქციონირებისთვისაც.



სამაგიეროდ, ფაფა შეიცავს ფიტინის მჟავას - ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის ნაწლავებს კალციუმის შეწოვაში. გარდა ამისა, მჟავა არამხოლოდ ხელს უშლის კალციუმს ათვისებაში, არამედ იწოვს მას ჩვენი ძვლებიდანაც. ამიტომ, თუ შვრიის დიეტას გეგმავთ, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ფეტვი
ფაფებში რეკორდსმენია მაგნიუმისა და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით. ფეტვი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ჰიპოალერგიულ მარცვლეულ კულტურად. იგი ძალიან მარტივად აითვისება, ამიტომ რეკომენდებულია მგრძნობიარე ნაწლავების მქონე ადამიანისთვისაც.



ცილის შემცველობით იგი უსწრებს ბრინჯსა და ქერს, ცხიმების შემცველობით კი მხოლოდ შვრიის ფაფას ჩამორჩება. გლიკემური ინდექსი მასაც საშუალო აქვს. ფეტვის ფაფა დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტისა და ღვიძლის დაავადებების დროს. იგი შეუფასებელია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის მოშორება სურთ, ვინაიდან ხელს უშლის ცხიმების შენახვას ორგანიზმში და წარმატებით გამოდევნის უკვე დაგროვილ ცხიმებს.



ფეტვი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც იწვევს გაზების წარმოქმნას, ამიტომ ნაწლავების პრობლემების მქონე ადამიანებს არ ვურჩევთ ამ პროდუქტის მიღებას. ასევე, ფეტვში ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ხოჭოები და პეპლები.

მანი
ალბათ, ეს ყველაზე არაერთმნიშვნელოვანი ფაფაა. მანის 2/3-ს სახამებელი შეადგენს. მისი გლიკემური ინდექსიც ნორმალურია. ვიტამინებისა და მიკროელემენტების მხრივ, იგი ღარიბია. საკმაოდ დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს, თუმცა მასში არსებული ცილა გლუტენი ცელიაკიის დროს საზიანოა.



მანი სწრაფად მზადდება, მარტივად აითვისება და შეიცავს ცელულოზის მინიმალურ რაოდენობას (0.2%). თხევადი მანი ფაფა ირთვება დიეტებში, რომელსაც კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს ან კუჭის ან ნაწლავის ოპერაციის შემდგომ ნიშნავენ.

დიეტოლოგები არაერთმნიშვნელოვნად საუბრობენ მანიში შემავალ გლიადინსა და ფიტინზე. გლიადინი წებოვანი ნივთიერებაა, რომელიც იწვევს ნაწლავების ბუსუსების განადგურებასა და საკვები ნივთიერებების ათვისების შენელებას. სწორედ ამიტომ, მანი ფაფა არ არის კარგი პატარებისთვის 3 წლამდე.



ფიტინი იერთებს კალციუმის მარილებს არ აძლევს მას სისხლში მოხვედრის საშუალებას. გამოდის, რომ მანი ფაფა ძვლებს ართმევს კალციუმს. ამიტომ ბავშვები, რომლებსაც მანი ფაფას აჭმევენ, რაქიტით ავადდებიან. სხვა ფაფებიც იკავშირებს მარილებს, ოღონდ არა ამ რაოდენობით.

ბრინჯი
დედამიწაზე 3-ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად მიირთმევს ბრინჯს მიუხედავად იმისა, რომ ფაფებში მას ყველაზე დაბალი რაოდენობით ცილები და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გლიკემური ინდექსი აქვს. ბრინჯი კაროტინის, ვიტამინების PP და E მთავარი წყაროა, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის გაძლიერებას და დადებითად მოქმედებს თმის, ფრჩხილებისა და კანის მდგომარეობაზე.



უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო დამუშავებულია ბრინჯის მარცლვები, მით უფრო ნაკლები ვიტამინი და მინერალია მასში. ყველაზე სასარგებლოდ ითვლება გაუპრიალებელი ან ყავისფერი ბრინჯი.



თეთრი ან უკანო ბრინჯი, პრაქტიკულად, არ შეიცავს მინერალებსა და ვიტამინებს. ამასთან, მას მაღალი გლიკემური ინდექსი აქვს. ბრინჯი ანელებს ნაწლავების მოტორიკას, ამიტომ სიმსუქნის ან ყაბზობისკენ მიდრეკილ ადამიანებს ბრინჯს არ ვურჩევდი.

წიწიბურა
ფაფებში ცილის შემცველობით უდავო ლიდერია. აქვს ნორმალური გლიკემური ინდექსი. რეკომენდებულია დიეტური კვებისთვის თავისი თვისების წყალობით, აკონტროლოს გლუკოზისა და ქოლესტერინის დონე.

წიწიბურა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფაფაა, რადგანაც შეიცავს 18 შეუცვლელ ამინომჟავას, რკინას, ფოსფორს, კალციუმს, კალიუმს, სპილენძსმ იოდს, თუთიას, ბორს, ფტორს, მოლიბდენს, კობალტს, ვიტამინებს В1, В2, В9, PP და Е.


წიწიბურაში დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავაა, რაც ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას, ზრდის ამტანობასა და ორგანიზმის რეზისტენტულობას დაავადებების მიმართ. ცხიმების შემცველობით წიწიბურა ჩამორჩება მხოლოდ შვრიასა და ფეტვს.

პრაქტიკულად, არ აქვს უკუჩვენება. ნაკლად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ მასში არსებული რკინა ცუდად აითვისება ორგანიზმის მიერ.



ფაფები უნიკალური პროდუქტია, რომლებსაც ბავშვობიდან მიგვაჩვიეს და დაუფიქრებლად მივირთმევთ. იმისათვის, რომ მათი მიღებისას შეცდომები არ დაუშვათ, გაერკვიეთ, რომელი ფაფაა სასარგებლო და რომელზე უნდა თქვათ უარი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.