ბავშვს ფეხები სტკივა
ინტენსიური ზრდის პერიოდში(4-12 წელი) მოზარდთა 15%-ს აწუხებს კიდურების ტკივილი ერთხელ მაინც. ბავშვთა 50% კი ასეთ ტკივილებს პერიოდულად განიცდის. ჩვეულებრივ, ეს ხდება ძილის წინ, დასვენების დროს, ან ღამის პერიოდში, დილით კი ქრება. ბავშვს, შესაძლოა, ფეხის ტკივილებითაც გაეღვიძოს. ეს მოვლენა უარყოფითად არ მოქმედებს მოზარდზე, თუმცა დისკომფორტსა და უსიამოვნო შეგრძნებებს აუცილებლად შეუქმნის.
სპეციალისტებს ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ არც ერთი შესაძლო მიზეზი ამ ტკივილების გაჩენისა. ერთნი
თვლიან, რომ ტკივილის მიზეზი ძვლის ქსოვილის ზედაპირში იმალება, რომელიც ვერ ასწრებს ძვალთან ერთად ზრდას. მეორენი ამტკიცებენ, რომ საქმე ძვლებში კი არა, კუნთებსა და მყესებშია. როგორც არ უნდა იყოს, აქტიური ზრდის ყველა მონაკვეთში ჩნდება ტკივილი, ეს კი ბავშვს ხელს უშლის ნორმალურად ძილში.
ბავშვების დიდი ნაწილი თეძოების წინა და მუხლქვეშა მონაკვეთის ტკივილზე ჩივის სეირნობის, სირბილის, ხტუნვის, ცურვისა და ველოსიპედით სიარულის შემდეგ. პატარები მთელი დღე თამაშობენ, ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან, მათი კუნთები და მყესები იტვირთება მუდმივი მოძრაობით.
საღამოობით, ზოგიერთი ბავშვი კუნთის დაჭიმულობასა და შეკუმშვას გრძნობს. ტკივილი 1 წამიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. ნებისმიერ ბავშვს შეგრძნებათა ინტენსიობა სხვადასხვაგვარად უვლინდება - ზოგი ყვირის ტკივილებისგან ან ღამით ტირილით იღვიძებს.
ბავშვის ღამის ტკივილები სერიოზული დაავადებებისა და ტრავმისგან შემდეგნაირად განსხვავდება:
ზრდის ტკივილის სინდრომი
- ტიპური ნიშანი ზრდის სინდრომისა - ესაა თავის გამოჩენა მხოლოდ ბავშვის დასვენების დროს. როცა პატარა წევს, ზის ან სძინავს, ფეხის კუნთები იწყებს ჭირვეულობასა და კუმშვას. ხანდახან ბავშვი გრძნობს, თითქოს ძვლები იწელება და იღუნება;
- ბავშვს ნორმალური ტემპერატურა და მადა აქვს. კარგ ხასიათზეა. არავითარი სიწითლე, შეშუპება, კანის ცვლილება ტკივილის მიდამოში. მას შემდეგ, რაც ღამის ტკივილები გაივლის, ბავშვი ისევ ფხიზელი და აქტიურია;
- კიდევ ერთი ნიშანი - ზრდის ტკივილი ვლინდება იმით, თუ როგორ რეაგირებს ბავშვი შეხებაზე. ბავშვები, რომლებსაც სერიოზული დაავადება ან ტრავმა აწუხებთ, ვერ ითმენენ შეხებას. ზრდის ტკივილებისას ბავშვს უმსუბუქდება შეგრძნება, როცა მას მასაჟს უკეთებთ და ეხუტებით.
მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს ტკივილი დილიდან საღამომდე არ უქრება, უწევს ტემპერატურა და უმცირდება მადა, ეწება სისუსტე და შეუძლობა. ზრდის ტკივილს სახლშიც მარტივად გაუმკლავდებით, ექიმის ჩარევის გარეშე.
როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს ტკივილები
- დაამშვიდეთ ბავშვი, აუხსენით, ფეხები იმიტომ სტკივა, რომ იზრდება და ძლიერდება;
- დაუმასაჟეთ მსუბუქად, ჩაუტარეთ თბილი აბაზანა ბალახეულის ნახარშით, რაც მოუხსნის დაჭიმულობასა და დაძაბულობას;
- ძლიერი ტკივილის დროს დაგეხმარებათ თბილი კომპრესები, ბალზამები;
- ელასტიური ბინტით შეხვევაც იდეალურად ხსნის ტკივილს;
- მსუბუქი სირბილი ადგილზე, ჩაჯდომები, სავარჯიშოები აუმჯობესებს ვენოზური სისხლის მიმოქცევას, რაც ბავშვს ავიწყებს ტკივილსა და სპაზმებს;
- თუ ტკივილი ღამით ისეთი ინტენსიურია, რომ ბავშვი ვერ იძინებს, შეგიძლიათ მისცეთ ნახევარი აბი პარაცეტამოლი ან ნუროფენი. გაითვალისწინეთ, რომ სპეციალისტები არ გვირჩევენ ასპირინს ბავშვებისთვის.
ბავშვები, რომლებიც აქტიურად არიან დაკავებული სპორტით ან ცეკვით დღეში რამდენიმე საათით, დიდ დროს ატარებენ ქუჩაში თამაშში, სჭირდებათ ტემპის შენელება და დასვენება. ნუ დატვირთავთ მას დამატებითი ფიზიკური აქტივობით, უკეთესია, მიაჩვიოთ დილის სავარჯიშოების შესრულებას.
ინტენსიური ზრდის პერიოდში ბავშვებისთვის აუცილებელია სრულყოფილი ძილი. თუ ტკივილის მოხსნის საშინაო მეთოდები არ გეხმარებათ, მიმართეთ გამოცდილ ოსტეოპატს - სულ რამდენიმე სეანსის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
სტრესის დაბალი დონე, ოჯახში კარგი ურთიერთობა და დადებითი განწყობა მშობლებს შორის ბავშვს დაეხმარება განვითარების ამ ეტაპის გადატანაში. გახსოვდეთ, რომ ბავშვის როლიც ისეთივე რთულია, როგორც მშობლისა.