დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ლუკმა გადასცდა და იხრჩობა. დაშავებულ ბავშვს პირველადი დახმარება დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. ამ შემთხვევაში არ შეიძლება ერთი წამის დაკარგვაც კი.
პირველადი ნიშნები იმისა, რომ ბავშვს რაღაც გადასცდა:
- ბავშვს არ შეუძლია ტირილი, ჰაერის ჩასუნთქვა, ცდილობს კივილს, ხმა კი არ გამოსდის;
- თვალები ფართოდ აქვს გახელილი;
- ღია პირიდან ჭარბად გამოიყოფა ნერყწვი;
- სახის კანი წითლდება ან ლურჯდება;
- პატარა ხელებს კისერზე იხვევს.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი იხრჩობა:
- წამოწიეთ ბავშვის ხელები, რათა გააფართოვოთ მისი სასუნთქი სისტემა და ასე გამოასწოროთ სუნთქვა;
- თუ პირველი ვარიანტი არ დაგეხმარათ, ჩააბრუნეთ პატარა მუცლით ქვემოთ. დახარეთ ისე, რომ თავი მკერდზე უფრო დაბლა ჰქონდეს. რამდენჯერმე მსუბუქად დაარტყით ზურგზე ბეჭებს შორის;
- შეგიძლიათ, ბავშვი ფეხებით წამოწიოთ. თუ ნივთი, რომელიც ბავშვს გაეჩხირა ყელში, საკმაოდ პატარაა, იგი გამოვარდება. ამ შემთხვევაში, დაგეხმარებათ ღებინება, რასაც ენის ძირზე თითების დაჭერით გამოიწვევთ.
თუ ნივთი თუ საკვების ნაჭერი ტრაქეაში გაიჭედა, ბავშვი სულ სხვაგვარად იქცევა: აქტიურად ამოძრავებს მუცელს, რათა ჰაერი შეაგროვოს.
როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში:
- გამოიყენეთ ჰეიმლიხის მეთოდი. დადექით ბავშვის ზურგსუკან
- შემოახვიეთ ხელები წელზე
- ერთი ხელის მტევანი მომუჭეთ. დადეთ იგი ნეკნებსა და ჭიპს შორის, თითებით მუცლისკენ
- მეორე ხელით მოუჭირეთ მუჭს
- გაწიეთ იდაყვები გვერდებზე, დააჭირეთ მუცელზე ზემოდან ქვემოთ
- რითმულად გაიმეორეთ ეს ისევ და ისევ.
კატეგორიულად დაუშვებელია შემდეგი ქცევები:
- ექიმები არ გვირჩევენ ყელში თითების ჩაყოფას, რადგან დიდი რისკია, საკვები უფრო შორს მოისროლოთ. თუმცა, ხანდახან, გაჭედილი ნივთის ამოღება ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ამ სიტუაციაში გიშველით. იმ პირობით, თუ სხვა ვარიანტების გამოყენება ადამიანს არ შეუძლია.
უნდა შეარჩიოთ მეთოდი, რომელიც რეალურად მოქმედებს. სამქუხაროდ, კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავლის პოვნა მხოლოდ ყველაფრის გამოცდით შეიძლება. - არ შეაშინოთ ბავშვი პანიკური შიშით! ჯაჭვური რეაქციის შედეგად, პატარას ყელში სპაზმები განუვითარდება და უფრო შეკუმშავს.
- არ ეცადოთ გაჭედილი საკვების მიბიძგვა სხვა საკვებით.