თანამედროვე მედიცინაში ეს მცენარე გამოიყენება, როგორც მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი შაკიკის დროს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პრობლემების გადაჭრას, სტრესისა და ნერვული დაძაბულობის მოხსნას. როზმარინი, ასევე, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ კიდევ ერთ თვისებაზე ამ საოცარი მცენარისა.
როზმარინი აუმჯობესებს მეხსიერებას
ბოლო დროს აღმოჩნდა, რომ როზმარინი დადებითად მოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე. ბორტუმბრიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და დაადგინეს, რომ როზმარინის ზეთი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის ფუნქციონირებასა და მეხსიერებაზე.
ექსპერიმენტში მონაწილეობდა 66 ადამიანი, რომელთა ნახევარიც მოათავსეს როზმარინის სურნელით სავსე ოთახში, მეორე კი ჩვეულებრივ ოთახში. ყველა მონაწილეს დაავალეს ტესტების შესრულება, რომლებიც მიმართული იყო მეხსიერების თვისებების შესწავლაზე. შედეგად, ვინც როზმარინის არომატს გრძნობდა, დავალებას 60-75%ით უფრო უკეთ გაუმკლავდა.
მეცნიერებმა ახსნეს, რომ როზმარინი შეიცავს ნაერთს - 1.8-ცინეოლს, რომელიც მოქმედებს მეხსიერების საწყისში არსებულ ქიმიურ რეაქციებზე. იმ ადამიანების სისხლში, რომლებმაც დავალება უფრო სწრაფად შეასრულეს, აღმოჩნდა 1.8-ცინეოლის მაღალი კონცენტრაცია.
ვფიქრობ, ეს აღმოჩენა დაეხმარებათ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს სასწავლო მასალის მარტივად ათვისებაში.