- თავის ძლიერი ტკივილისას კარგია სააფთიაქო გვირილის ნახარში - ხსნის ტკივილს და სპაზმს, ამშვიდებს ნერვებს. 1 ს/კ ნედლეულს დავასხათ 200 მლ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და დატოვეთ ნელ ცეცხლზე 15 წთ, ოდნავ გავაგრილოთ და გავწუროთ. ნახარში გამოვიყენოთ როგორც დასალევად, ასევე კომპრესის სახით კეფის არეში.
- თანაბარი რაოდენობით შევურიოთ ერთმანეთს ბარის პიტნა და ბარამბო. 10 გრ ნარევს დავასხათ 100 მლ არაყი, დავაყენოთ 2-3 კვირა ბნელ ადგილას, შემდეგ გავწუროთ.
- მომზადებულ ნაყენში დავასველოთ საფენი და დავიდოთ საფეთქლებზე და კეფაზე შეტევის დროს. სასარგებლოა იგივე ნაყენის შიგნით მიღებაც -დავუმატოთ ფინჯან ჩაის 15 - 20 წვ ნაყენი (დასაშვებია დღეში 3-ჯერ).
- თანაბარი რაოდენობით შევურიოთ ერთმანეთს ფურისულა, როზმარინი, ვალერიანი, პიტნა და ლავანდა. 1 ს/კ ნარევს დავასხათ 200 მლ ცხელი წყალი, მივიყვანოთ ადუღბამდე, დავაყენოთ 1 სთ და გავწუროთ. მომზადებული საშუალება ერთბაშად დავლიოთ ძილის წინ. ნაყენი სასარგებლოა ნებისმიერი ხასიათის თავის ტკივილის დროს, მათ შორის შაკიკის დროსაც.
სპეციალისტის კომენტარი:
გვირილა, პიტნა, ბარამბო და ლავანდა ხსნის სპაზმს, ამშვიდებს და აწყნარებს თავის ტკივილს შაკიკის დროს.
ფურისულა განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება შაკიკის დროს. ის ნამდვილი სამკურნალო, საკვები და დეკორატიული მცენარეა. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინს, E ვიტამინს, მანგანუმის მარილს, სხვადასხვა მიკროელემენტებს. მისი ნახარში კარგია თავის ტკივილის, თავბრუსხვევის დროს.
როზმარინი ეთერზეთების შემცველობის გამო, შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ის ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას.