თანამედროვე მედიცინაში მას იყენებენ როგორც მსუბუქ ტკივილგამაყუჩებელს შაკიკის დროს, ის მონელების პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება, სტრესს და ნერვულ დაძაბულობას ხსნის. როზმარინი ასევე ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და მხედველობაზე დადებით გავლენას ახდენს.
"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, ამ სასარგებლო მცენარის კიდევ ერთ თვისებაზე!
როზმარინი მეხსიერებას აუმჯობესებს
ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ როზმარინი ადამიანის მეხსიერებაზე დადებითად მოქმედებს. ნორტუმბრისკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ როზმარინის ზეთი თავის ტვინის მუშაობაზე და მეხსიერებაზე დადებითად მოქმედებს.
ექსპერიმენტში 66 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან ნახევარი მოათავსეს ოთახში, სადაც როზმარინის სუნი ტრიალებდა, დანარჩენი კი ჩვეულებრივ ოთახში შეიყვანეს. ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს მეხსიერების მდგომარეობის შესწავლაზე მიმართული მთელი რიგი ტესტების შესრულება სთხოვეს. შედეგად მათ, ვინც როზმარინის სუნს ყნოსავდა, დავალება 60-75%-ით უკეთ შეასრულეს.
მეცნიერებმა ახსნეს, რომ როზმარინი შეიცავს შენაერთს, რომელიც ცნობილია როგორც 1,8 ცინეოლი. ის მოქმედებს ქიმიურ რეაქციაზე, რომელიც მეხსიერების ძირში დევს. ადამიანის სისხლში, რომლებმაც დავალება სწრაფად შეასრულეს, 1.8 ცინეოლის გაზრდილი კონცენტრაცია აღმოაჩინეს.
"ჩვენ წინა კვლევის მონაცემები საფუძვლად ავიღეთ და მუშაობის დროს ყურადღება გავამახვილეთ იმ მოვლენების დამახსოვრების შესაძლებლობაზე, რომლებიც მომავალში მოხდება, ასევე გარკვეულ დროში სხვადასხვა ამოცანის შესრულების არ დავიწყება. ეს თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია" - ახსნა კვლევის ავტორმა, ექიმმა მარკ მოსმა.
ვფიქრობ, ეს აღმოჩენა სტუდენტებს და მოსწავლეებს სასწავლო მასალის შესწავლაში დაეხმარებათ და სასარგებლო იქნება სამსახურში, მაგ., როცა მნიშვნელოვანი ანგარიშის მომზადება გიწევთ. როზმარინის ეს თვისება დაიმახსოვრეთ და ეს აღმოჩენა მეგობრებს გაუზიარეთ!