პესტიციდების მთლიანად მოშორება ხილიდან და ბოსტნეულიდან რთულია, თუმცა მათი რაოდენობის საგრძნობლად შემცირება შესაძლებელია! მავნე ნივთიერებათა უდიდესი ნაწილი ხილ-ბოსტნეულის ზედაპირზეა.
როგორ შევამციროთ პესტიციდების რაოდენობა
მას შემდეგ, რაც ხილსა და ბოსტნეულს კარგად გარეცხავთ დიეტოლოგი გეილ ალემანი გვირჩევს, მოვათავსოთ ისინი რამდენიმე წუთით ვაშლის ძმარში. ხსნარის მოსამზადებლად შეურიეთ წყალი და ძმარი 10:1 პროპორციით.
შემდეგ კარგად გაამშრალეთ პროდუქტი და გაავლეთ გამდინარე წყალში. აღნიშნული საშუალება არ გამოგადგებათ კენკრის უმეტესობისთვის, რადგან მათ ნაზი კანი აქვს.
თქვენ იცით სხვა საშუალება პროდუქტის გასაწმენდად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.