- გაწუხებთ თუ არა კუნთების სისუსტე?
- გაქვთ თუ არა მიდრეკილება შეშუპებისკენ?
- იღებთ თუ არა შარდმდენ საშუალებებს?
- მოიხმართ თუ არა ალკოჰოლურ სასმელებს?
- ძალიან აქტიურად მისდევთ სპორტს?
- ცოტა ხილსა და ბოსტნეულს ჭამთ?
- სალათები თქვენს სუფრაზე იშვიათად ან ცოტა ხვდება?
- ცოტა კარტოფილს მიირთმევთ?
- კარტოფილისა და ბოსტნეულის მომზადების დროს ხანგრძლივად ამუშავებთ ამ პროდუქტებს წყალში ანდა ხარშავთ ბევრ წყალში?
- იშვიათად იღებთ ხილისა და ბოსტნეულის წვენებს?
- იშვიათად ჭამთ ჩირებს?
თუ კითხვების უმეტესობას უპასუხებთ - "დიახ", ესე იგი თქვენს ორგანიზმს აკლია კალიუმი.