» » » ვაშლის ძმრის სავლები ყველა ტიპის თმისთვის. იდეალური თმის გარანტი

ვაშლის ძმრის სავლები ყველა ტიპის თმისთვის. იდეალური თმის გარანტი

გაისფუთავეთ და დაიბალანსეთ თმა კუტიკულების დამამშვიდებელი თმის სავლებით. კუტიკულები ფარავენ თმის ღერს და იცავენ მას. მათი სიჯანსაღე მნიშვნელოვანია, რომ თმა კარგად გამოიყურებოდეს. ვაშლის ძმარი აცილებს ქერცლოვან შრეს და ნარჩენებს თმის ღერიდან, ბზინვარეს ხდის თმას და აღადგენს მის pH ბალანსს. ეთერზეთები კი საჭიროა შესანიშნავი სურნელის მისაცემად.

120 მლ-ის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 2 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 8 ს/კ წყალი
  • 8 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
  • 6 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
  • 4 წვეთი გრეიპფრუტის ეთერზეთი

მომზადების წესი:

თასში ჩაასხით ძმარი და წყალი. თუ მშრალი თმა გაქვთ, ნაკლები ძმარი გამოიყენეთ, ცხიმიანი თმისთვის კი უფრო მეტი.
დაამატეთ ეთერზეთები და კარგად აურიეთ.
მიღებული სავლები გადაიტანეთ სტერილურ ელასტიკურ ან პულვერიზატორიან ბოთლში და შეინახეთ გრილ ადგილას. ვარგისია 3 თვემდე.

გამოყენების წესი:
შეანჯღრიეთ გამოყენებამდე და შეისხურეთ სველ თმაზე აბაზანაში. გაიჩერეთ 1-2 წუთის განმავლობაში. შეეცადეთ, არ მოგხვდეთ თვალში. გადაივლეთ თბილი წყალი მანამ, სანამ ძმრის სუნი არ გაგივათ. გაიშრეთ და დაივარცხნეთ ჩვეულებრივ.
გამოიყენეთ 3-4-ჯერ კვირაში პასტით თმის გასუფთავების შემდეგ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.