» » » ბირკავას ზეთის და ლიმონის წვენის ბალზამი ამაგრებს თმის ძირებს. ასევე, თმას ბზინვარებას და მოცულობას აძლევს

ბირკავას ზეთის და ლიმონის წვენის ბალზამი ამაგრებს თმის ძირებს. ასევე, თმას ბზინვარებას და მოცულობას აძლევს

განსაკუთრებულ როლს თამაშობს ბირკავა კოსმეტოლოგიაში. ის შედის თმის, ფრჩხილებისა და კანის მოვლის პრეპარატების შემადგენლობაში. ის აუმჯობესებს და აჩქარებს თმების და ფრჩხილების ზრდას, აღადგენს მათ სტრუქტურას, თმას ბზინვარებას და მოცულობას აძლევს.
მცენარის ძირებიდან მიღებული ზეთი ამცირებს თმის ცვენას, ქავილს და თავის კანის სიმშრალეს, აქრობს ქერტლს და სებორეას.
პრეპარატის ძირითადი კომპონენტია ბარდანის მჟავა, რომელიც დადებითად მოქმედებს კანის საფარველზე.

ბირკავას ზეთი თმის ძირების გამაგრებისათვის

ინგრედიენტები:
  • ბირკავას დაქუცმაცებული ძირები - 40 გრ
  • მცენარეული ზეთი - 200 მლ

    მომზადების წესი:
    ნედლეულს დავასხათ ზეთი, დავაყენოთ 24 სთ ბნელ გრილ ადგილას, შემდეგ დავდგათ ნელ ცეცხლზე 15 წთ - ით (არ მივიყვანოთ ადუღებამდე), შემდეგ გავწუროთ და გადავასხათ შუშის ფლაკონში.
    შევიზილოთ ზეთი თავის კანში, დავიფაროთ ცელოფნის ნაჭერი და შევიფუთოთ პირსახოცით, დავტოვოთ 1 სთ. შემდეგ დავიბანოთ თავი შამპუნით.

    ბირკავას ზეთის და ლიმონის წვენის ბალზამი

    ინგრედიენტები:
  • ბირკავას ზეთი - 20 მლ
  • აბუსალათინის ზეთი - 20 მლ
  • ლიმონის წვენი - 10 მლ

მომზადების წესი:
ნედლეული შევურიოთ ერთმანეთს მომზადებული ბალზამი ბამბის ტამპონით დავიდოთ თავის კანზე და თმაზე (მთელ სიგრძეზე), შემოვიხვიოთ პირსახოცი და გავაჩეროთ 10 წთ. შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. პროცედურა ყოველდღე ჩავიტაროთ. მკურანლობის კურსი - 7 დღე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.