» » როგორ გავხადოთ მეორადი ნივთი უსაფრთხო ჩვენი ორგანიზმისთვის - გამოცდილი ექიმის რეკომენდაციები

როგორ გავხადოთ მეორადი ნივთი უსაფრთხო ჩვენი ორგანიზმისთვის - გამოცდილი ექიმის რეკომენდაციები

უსიამოვნო სუნი, დერმატოლოგიური დაავადებები და ალერგია - ეს ყველაფერი უშლის ხელს ადამიანებს მეორადი ნივთების შეძენისას. მაინც, ტანსაცმელი მეორე ხელიდან ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიშია? რჩევების რეაქცია გაერკვა ამ საკითხში და გთავაზობთ ექიმი-ალერგოლოგის კონსულტაციას.



სექენდ-ჰენდ ტანსაცმელი
ექიმის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით: "წინა მეპატრონეებმა, შესაძლოა, ნივთები არ გარეცხეს და არ გაწმინდეს, ამისთვის ტარდება ქიმწმენდა. ასევე, იმისათვის, რომ გაანადგუროთ ინფექციური დაავადებების გამომწვევი ვეგეტატიური ფორმები და მწერი-გადამტანი, აუცილებელია ნივტის ქიმიური დამუშავება. ამასთან, ნივთები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ალაგია საწყობში, სადაც მტვერსა და სუნს იგროვებს.
თუ ფორმალდეჰიდზე ვისაუბრებთ, იგი შამპუნისა და აბაზანის ქაფის შემადგენლობებშიც შედის. თუ ადამიანს ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს, შესაძლოა, გაღიზიანდეს ტანსაცმლის შეხებისას, ვინაიდან ფორმალდეჰიდი ორგანიზმში შესუნთქვის ან კანის ზედაპირზე კონტაქტის შუალობით შედის. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იგი იშლება და გამოიყოფა შარდთან ერთად ან სუნთქვის პროცესის დროს".


ზემოთ ნათქვამიდან გამოგვაქვს დასკვნა, რომ ნივთების აუტანელი სუნი მეტი არაფერია, თუ არა მათი ქიმიური დამუშავების შედეგად დარჩენილი არომატი. მოერიდეთ ისეთ ტანსაცმელს, რომელსაც სუნი საერთოდ არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ მეორადი ტანსაცმელი გარეცხვის გარეშე! ასევე, ექიმი გვირჩევს, გარეცხვამდე ნივთები რამდენიმე საათით საყინულეში მოვათავსოთ. ეს იქნება იმის გარანტია, რომ ყოველგვარი ბაქტერია მოისპო.

ქიმიური სუნის მოსაშორებლად კი ჩაატარეთ შემდეგი პროცედურა: რამდენიმე ლიტრი წყალი და ათპროცენტიანი ნიშადურის სპირი შეურიეთ და ჩაალბეთ ტანსაცმელი მასში(ბლუზები, მაისურები მოათავსეთ 5 ლ წყლისა და 20 მლ სპიტის ხსნარსი, ხოლო უფრო მოცულობითი ნივთები - 10ლ წყლისა და 100 მლ სპირტის ხსნარში).

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.