» პირადი ნივთები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუზიაროთ ყველაზე ახლობელსაც კი

პირადი ნივთები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუზიაროთ ყველაზე ახლობელსაც კი

რას ვუკეთებთ ძველ ტანსაცმელს, როცა ისინი აღარ გვჭირდება? ალბათ, ვყრით ან სხვებს ვჩუქნით: ნათესავებს, მეგობრებსა და გაჭირვებულებს. ასევე ვიქცევით ფეხსაცმლისა და მსგავსი ნივთების შემთხვევაშიც. ჩვენ ვთვლით, რომ სხვებისთვის ნივთების მიცემით კეთილ საქმეს ვაკეთებთ. გვიქმნის თუ არა ეს პრობლემებს?

ძველად, ხალხს სჯეროდა, რომ პირადი ნივთები მჭიდროდაა დაკავშირებული მფლობელთან ენერგეტიკული ასპექტით. თმები, კანის ნაწილაკები ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, საათსა და სამკაულზე რჩება. ამას მიეძღვნა უამრავი ცრურწმენა, რომლებშიც ნივთების ენერგეტიკა პირველ პლანზეა წამოწეული.



ცხოვრებისეული ენერგია
ითვლება, რომ კარის ზღურბლის შემდეგ, ტერფები დაახლოებით 80 ენერგეტიკულ არხს გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმელი არის სწორედ ის ნივთი, რომლის შუალობითაც გადის ადამიანის ცხოვრებისეული ენერგიის მაქსიმუმი. როცა თქვენს ფეხსაცმელს ვიღაც სხვა ატარებს, ეს ენერგეტიკული არხები უკავშირდება იმ ინფორმაციას, რომელიც ფეხსაცმელში იყო და ცვლის მას.
ეს ყველაფერი გამოვლინდება როგორც ძველ, ისე ახალ მფლობელზეც. ფეხსაცმლის სხვასთან გაზიარებით გამოიწვევთ მისი ენერგიის გაზიარებას.



განვიხილოთ, რომელი ნივთებია საშიში ენერგეტიკული ასპექტით:
  1. შლაპები, ქუდები და თავის მსგავსი აქსესუარები, ნივთები, რომელთაც რეგულარული კონტაქტი აქვთ თმასა და თავთან.
  2. მაისურები, ბლუზები, ტრუსები და სხეულის დასაფარავი სხვა ელემენტები.
  3. ზურგჩანთები, ჩანთები, საფულეები. ამ ნივთების გადაცემა ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.



  4. ბალიშისპირები, ზეწრები, მატრასები. ეს ნივთები ოჯახური კეთილდღეობისა და სიმშვიდის სიმბოლოა.
  5. ინტერიერისა და ჯიბის სარკეები. მათი სხვებისთვის გაზიარებით კარგავთ საკუთარი მიმზიდველობის ნაწილს.
საუბარი ეხება იმ ნივთებს, რომლებსაც პირდაპირი დანიშნულებით არაერთხელ იყენებდით. თუ ნივთი ახალია, ჩუქება უსაფრთხოა. ასევე, თავისუფლად შეგიძლიათ ზედა ტანსაცმლის გაჩუქებაც. თუ გაღელვებთ საკუთარი ენერგეტიკა, გარეცხეთ ნივთი, მოაყარეთ მარილი, რომელიც ენერგეტიკულ კვალს აშორებს.



თუ უკვე გაცვეთილ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და სხვა ნივთს ნაგავსაყრელზე გზავნით, წინასწარ დაჭერით რამდენიმე ნაწილად, რათა მთლიანად გამორიცხოთ მათი მომავალი გამოყენება.

ხალხში, ასევე, არსებობს უამრავი ცრურწმენა, რომლებიც ჩვენს პირად ნივთებს ეხება.

ხალხური ცრურწმენები:
  1. ტანსაცმლის ჩუქებით გაჭირვებულთათვის ადამიანი კარგავს ენერგიისა და ფინანსური კეთილდღეობის ნაწილს.
  2. ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეძენისას მთელი ფულის დახარჯვისას ადამიანი ფულთან დაკავშირებულ პრობლემებს იქმნის.
  3. ახალი ტანსაცმლის ჩაცმა დიდ დღესასწაულებზე წარმატებას მოგიტანთ.
უნდა ენდოთ თუ არა ცრურწმენებს - ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. მაგრამ თუ ჩვენი წინაპრები ამ კანონზომიერებაში დარწმუნებული იყვნენ, ალბათ, ამას მიზეზიც ჰქონდა.
გირჩევთ, დროდადრო ჩაატაროთ სახლში გაწმენდის რიტუალუ. ეს იმაში მდგომარეობს, რომ სახლში 100 უსარგებლო ნივთი იპოვოთ და გადაყაროთ.



მიაქციეთ ყურადღება გაფუჭებულ, დაზიანებულ ნივთებს, ასევე, იმ ნივთებსაც, რომელსაც ერთი წლის მანძილზე არ იყენებდით და არც მომავალში აპირებთ. შეგიძლიათ, შეუთავსოთ აღნიშნული გაწმენდა გენერალურ დალაგებას.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.