ალბათ, ყველას ჰქონია სიტუაცია, როცა ახლობლისთვის რაიმე ნივთის თხოვებამ მოუწია. თითქოსდა ხვდები, რომ ეს არასწორია, მაგრამ უარის თქმა უხერხულია.
პირადი ნივთები, რომლებიც არავის უნდა ათხოვოთ
1. საპონი
ყოველი გამოყენების შემდეგ საპონი სხვადასხვა მიკროორგანიზმებით იფარება. ზოგიერთი მათგანი ინფექციურ დაავადებებს იწვევს.
2. პირსახოცი
პირსახოცი - ბაქტერიების ბუდეა. სხვისი პირსახოცის გამოყენებამ შესაძლოა კანის დაავადებები გამოიწვიოს.
3. დეოდორანტი
ოჯახის თითოეულ წევრს ტავისი დეოდორანტი უნდა ჰქონდეს, რადგან ეს ჰიგიენური საშუალებაც აგროვებს ბაქტერიებს.
4. ტუჩის ბალზამი
თუნდაც ადამიანს დაავადების ნიშანი არ ჰქონდეს, ჰერპესის ვირუსის გადადების დიდი შანსი არსებობს.
5. ყურსასმენები
ეს უწყინარი ნივთი ყურებში უამრავ ბაქტერიას აგროვებს, რაც შემდეგ ანთების გამომწვევი მიზეზი ხდება.
6. ფეხსაცმელი
განსაკუთრებით ფეხსაცმელი, რომელსაც შიშველ ფეხზე იცვამთ. ეს გახლავთ სოკოვანი ინფექციების წყარო.
7. საყურე
საყურეც მიკრობების ბუდეა, რომელიც სისხლით გადაედება.
8. კბილის პასტა
როდესაც წასმისას კბილის პაასტის ტუბი ჯაგრისს ეხება, ბაქტერიებიც თან გადადის.
9. პემზა ფეხის ქუსლებისთვის
ეს ჰიგიენური საშუალება იდეალურია სხვადასხვა ბაქტერიების დასაბუდებლად, რამაც შეიძლება ქუსლის მეჭეჭებიც კი გამოიწვიოს.
10. თმის საკრეჭი მანქანა
მანქანის გამოყენებამდე მისი დეზინფექცია უნდა მოახდნოთ, სხვაგვარად რისკავთ, თავის კანზე ფოლიკულიტი ან გამონაყარი გაგიჩნდეთ.
11. საცხი ქილებში
როდესაც ადამიანი თითს ყოფს საცში, ბაქტერიები მთელ ქილაში ვრცელდება. შედეგად, შესაძლოა, მეორე ადამიანს, ვინც იმავე საცხს იყენებს, გამონაყარი გაუჩნდეს.
12. პინცეტი
თმის ამოქნისას შესაძლოა პატარა იარები დარჩეს, სადაც ბაქტერიები ხვდება.
13. საპარსი
ადამიანს შესაძლოა წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ ინფექციის მატარებელია. ამიტომ, ნივთის გამოყენება, რომელზეც სხვისი კანის მკვდარი უჯრედები გროვდება - დაუშვებელია.
14. აბაზანის ღრუბელი
აბაზანის ღრუბელი მუდამ ნესტიანია, ვირუსები და სოკო ასეთ გარემოში შესანიშნავად გრძნობენ თავს. თუ გსურთ, ინფექცია არ გადაგედოთ, არასოდეს გამოიყენოთ სხვისი ღრუბელი.
15. კბილის ჯაგრისი
საკუთარი ბაქტერიები უსაფრთხოა, მაგრამ სხვისთვის ეს ძალიან საშიშია.