ვიზუალური ცვლილებების გარდა, სხეულის დაბერება შესამჩნევია სპეციფიკური სუნითაც, რომელიც, თვითონ მფლობელისთვის, ხშირად, შეუმჩნეველი, თუმცა აუტანელია გარშემომყოფებისთვის. და თუ რეგულარული ჰიგიენის დროს სხეულის სუნი ადამიანში სუსტი, მომჟავო-მოტკბოა, მოუწესრიგებელ მოხუცზე ეს სუნი საკმაოდ მძიმე და აუტანელია.
სხეულის უსიამოვნო სუნი
სიბერის სუნი, ჩვეულებრივ, 70-75 წლის ასაკში ჩნდება და, ასაკთან ერთად, სულ უფრო მძაფრდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად იაპონელმა მეცნიერებმა დაასახელეს ნივთიერება 2-ნონენალი, რომლის კონცენტრაციაც ხანში შესვლისას მინიმუმ სამჯერ იზრდება. 2-ნონენალი - კანში უჯერი ცხიმების ლპობის შედეგია და ამ ბუნებრივ პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია.
ხნიერი ადამიანები სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ტანსაცმლისა და სხეულის სისუფთავეს, რის შედეგადაც წარმოიქმნება უსიამოვნო შენარევი სუნი ოფლისა და ორგანიზმის სხვა გამონადენებისა. ამასთან, სიბერეში მწვავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პორბლემები, პროგრესირდება კბილებისა და ღრძილების დაავადებები, რაც მხოლოდ აძლიერებს სუნს.
როცა სიბერის სუნი ძალიან საგრძნობი ხდება, მის მფლობელთან ერთად ჯდომა შეუძლებელია. ამიტომ, სიბერის სუნს აუცილებლად უნდა ებრძოლოთ შეძლებისდაგვარად.
როგორ ვებრძოლოთ უსიამოვნო სუნს
- სახლის დალაგება
უსიამოვნო სუნის ნეიტრალიზება შესაძლებელია რეგულარული სველი დალაგებით, დეზოდორისშემცველი საშუალებების გამოყენებით. თუმცა, ასეთი ზომა მხოლოდ ცოტა ხნით მოქმედებს, ყოველდღე მსგავსი დალაგება კი ყველას არ შეუძლია. თუმცა, სასურველია, სახლი მსგავსად კვირაში ერთხელ მაინც დალააგოთ. - სუნის ნეიტრალიზატორი
შეგიძლიათ გამოიყენოთ დეზოდორანტები სახლისთვის, იატაკის საწმენდი საშუალებები სასიამოვნო სუნით, არომატული ზეთები და ლიმონის წვენიც კი. შეგიძლიათ, კარგი სურნელისთვის სახლში დაწვათ დაფნის ან ევკალიპტის ფოთოლი. არ დაგავიწყდეთ რეგულარული განიავებაც. - რეცხვა
ტანსაცმლის რეგულარული რეცხვა მოგაშორებთ სიბერის ჩამჯდარ სუნს. თუმცა, სურნელოვანი სარეცხი საშუალებების გამოყენებამდე უნდა გაითვალისწინოთ შესაძლო უკუჩვენებები(ალერგია, ასთმა). ამასთან, მოხუცი ადამიანები უყურადღებობის ან დაბნეულობის გამო ურევენ ბინძურ და გარეცხილ ტანსაცმელს. ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ.
სიბერეში ადამიანისთვის რთულია ყოველი დღე, რადგან 70 წლის ასაკიდან სხეული იწყებს პირდაპირი გაგებით გაცვეთას. ამიტომ მოხუცებისთვის აუცილებელია ელემენტარული ჰიგიენური პროცედურები მაინც. გახსოვდეთ, რომ მათთვის ეს როგორც ფიზიკურად, ისე მორალურადაც რთულია და თქვენი მხრიდან ნებისმიერი დახმარება უნდა იყოს კორექტული, არ უნდა ლახავდეს ადამიანის თავმოყვარეობას.