მილიონობით ადამიანი თავს აღწევს ზამთრის მარწუხებს ყავის დახმარებით. თუმცაღა, ვიცით, რომ კოფეინი არ მოქმედებს ყველაზე, ზოგისტვის კი ეს სასმელი უკუჩვენებულიც კია. რითი ჩავანაცვლოთ ყავა, თუ რაღაც მიზეზების გამო მისი მოხმარება არ შეგიძლიათ?
რჩევების რედაქცია შემოგთავაზებთ რამდენიმე ალტერნატივას, რომლებიც, ენერგეტიკული თვისებების წყალობით, ყავას არ ჩამოუვარდება.
როგორ გავზარდოთ შრომისუნარიანობა
- კაკაო და ცხელი შოკოლადი
სამუშაო დრის განმავლობაში, ძალიან სასარგებლოა ყავის ნაცვლად ერთი ფინჯანი კაკაოს მირთმევა ნუშის რძით. კვების სპეციალისტები გვირცევენ, დავაყოლოთ მას მწარე შოკოლადი კაკაოს მაღალი კონცენტრაციით. ეს პროდუქტი მდიდარია მინერალებით, ანტიოქსიდანტებითა და ნატურალური ანტიდეპრესანტი ტრიპტოფანით, რომელიც გაფხიზლებთ და განწყობას ამაღლებს. - ჟენშენი
კორეასა და ჩინეთში "სიცოცხლის ფესვი" დღემდე ფასდაუდებელი პროდუქტია, მისგან აწარმოებენ მედიკამენტებსა და კოსმეტიკას. ტონუსის მოსამატებლად, შეგიძლიათ მიირთვათ მცენარის გამხმარი ფესვები, ფხვნილის კაფსულები, ნაყენები, ტკბილეული და კონცენტრატები სასმლის მოსამზადებლად. - მწვანე ჩაი, პუერი და მატე
ფინჯანი მწვანე ჩაი ან პუერა დილით აგვსებთ ძალებით მთელი დღისათვის. ეს ორივე ჩაი, თვისებებით, არ ჩამორჩება ყავას, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ უფრო ნაკლებ კოფეინს შეიცავს. ეს სასმელები ძალიან პოპულარული გახდა შრომისუნარიანობის ეფექტურად მომატებისა და სტრესის მოხსნის თვისებების წყალობით.
პარაგვაული ჩაი მატეს ფოთლები შეიცავს ცოტაოდენ კოფეინსა და დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, მათ შორის თეოფილინსაც, რომელიც ატონიზირებს და ხსნის სპაზმებს. - ელეუტეროკოკი
პოპულარული საშუალება ყურადღების კონცენტრაციისა და დაღლილობასთან ბრძოლისათვის. ელეუტეროკოკის წყალობით იზრდება დასწავლისუნარიანობა, ამტანობა, ჯანმრთელობა და ფიზიკური შრომისუნარიანობა. ამისთვის შეარქვეს მას ციმბირული ჟენშენი. - ვარდკაჭაჭა
ძველი დროიდან მოყოლებული, ვარდკაჭაჭას იყენებენ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად და კურნავდნენ სხვადასხვა დაავადებას. ჩვენს დროს მას იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც დიეტურ დანამატს. ყველაზე მეტად ვარდკაჭაჭა პოპულარულია, როგორც ვიტამინური სასმელი და ერთ-ერთი საუკეთესო ჩამნაცვლებელი ყავისა, ვინაიდან მას არომატითა და გემოთიც ჰგავს. - ჭარხლის სასმელი
ვინ იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივი ჩარხალი ყავის კონკურენტად იქცეოდა? დახეხილი ბოლქვი გამოშრება ღუმელში ან იხალება ტაფაზე, შემდეგ იფქვება ფხვნილად და ინახება მჭიდროდ დაცულ ქილაში. სასმლის მოსამზადებლად 1 ს.კ. მშრალ ჭარხალს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს და აჩერებენ 5 წუთით.