» » » "კოფეინის გული": სანამ ენერგეტიკულ სასმელს ხარშავ, პულსი უმჯობესდება!

"კოფეინის გული": სანამ ენერგეტიკულ სასმელს ხარშავ, პულსი უმჯობესდება!

დავა იმაზე, ყავა მავნეა თუ სასარგებლო, არ ცხრება მას შემდეგ, რაც, ლეგენდის თანახმად, ეთიოპელმა მწყემსებმა სამყაროს ამ შესანიშნავი სასმლის თვისებები გააცნეს.



რთულად დასაჯერებელია, თუმცა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელი ხშირად აკრძალულა. მექაში იგი აკრძალეს, როგორც რადიკალური აზროვნების მასტიმულირებელი, იტალიაში - როგორც "სატანის მწარე შემოქმედება", პრუსიაში კი - "ნალექიანი წყალი დაავადებებს იწვევს", ამიტომაც აკრძალეს.

1764 წელს ლონდონელმა ქალებმა მეფე კარლ II-ს სახელზე შეადგინეს პეტიცია, რომელშიც ჩიოდნენ, რომ ყავის მოხმარებისა და საღამოს ყავახანაში გატარების გამო, მამაკაცებმა შეწყვიტეს ქმრული მოვალების შესრულება.
მეფეს ყავახანების დაკეტვა მხოლოდ იმ თანხებმა გადააფიქრებინა, რომლებიც ქვეყანაში ყავის შემოტანის აქციზით შედიოდა ხაზინაში.


შვეციის მეფე გუსტავ III დარწმუნებული იყო, რომ ყავა საწამლავია, რომელიც იწვევს წყლულებსა და სხვა საშინელ დაავადებებს. თუმცა, როგორც განსწავლულმა ადამიანმა, თავისი თეორიის დამტკიცება პრაქტიკაში გადაწყვიტა.


ორ სივდილმისჯილ ტყუპს შესთავაზეს სასჯელის გაუქმება, თუ ერთი მათგანი ყოველდღე 3 ფინჯან ჩაის დალევდა, მეორე კი - ყავას. პატიმრების მდგომარეობას ორი ექიმი აკვირდებოდა.
თუმცა, არც მათი და არც გუსტავ III-ის აზრებო არ გამართლდა ყავის მავნებლობის შესახებ. ძმებმა იცოცხლეს მეფეზე და ექიმებზე დიდხანსაც კი. ის ტყუპისცალი, რომელიც ჩაის სვამდა, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო ყავისმსმელი - რამდენიმე წლის შემდეგ.


ასე რეაბილიტირდა ყავა და მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ დღეში 3 ფინჯანი არომატული სასმელი სავსებით მისაღებია. ეს ყველაფერი დიდი ხნით მიეცა დავიწყებას, ХХI საუკუნეში კი დავა განახლდა.

ყავა: სარგებელი და ზიანი
მილიონობით ადამიანი ჩვენს პლანეტაზე თავის დილას ყავით იწყებს. ენერგიის დონის მომატება, ძილიანობის მოშორება და პროდუქტიული დღის მიმართ განწყობა სწორედ ყავისა და ჩაის ალკალოიდის - კოფეინის დამსახურებაა.


ყავის ფინჯნების ის რაოდენობა, რომლის დალევაც ორგანიზმის უვნებლადაა შესაძლებელი, ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. იგი დამოკიდებულია გენეტიკურად განპირობებულ პროცესებზე, ღვიძლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მდგომარეობაზე.


ჩვენი ექიმები დღეში 150-300 მგ კოფეინის მიღებას გვირჩევენ. ეს დაახლოებით 2 ფინჯანი სრულმარცვლოვანი ან 3 ფინჯანი ხსნადი ყავაა. ჩაის შემთხვევაში: შავი ჩაი - 3-4 ფინჯანი, ხოლო მწვანე - 4-5.


ყავის სასარგებლო თვისებები
2011-2013 წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტში (აშშ) ჩატარდა მასშტაბური კვლევა, რომელმაც დაადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად 1-2 ფინჯან ნატურალურ ყავას მიირთმევენ დანამატების გარეშე, ამცირებენ შემდეგი დაავადებების გაჩენის რისკს:
  1. გულის შეტევა;
  2. ინსულტი;
  3. ინფარქტი;
  4. გულის უკმარისობა;
  5. კიბო;
  6. ღვიძლის ციროზი;
  7. ალცჰაიმერის დაავადება;
  8. პარკინსონის დაავადება;
  9. მეორე ტიპის დიაბეტი.
გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ ნატურალური ყავის ზომიერი მოხმარება დააჩქარებს მეტაბოლიზმს, ზრდის შრომისუნარიანობას, დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე და ზრდის ენდორფინების - ბედნიერების ჰორმონის - გამომუშავებას.


მაგრამ, თუ ყავა ამდენად სასარგებლოა, რატომ იწყება დავა გულზე მისი მავნე ზემოქმედების შესახებ? რატომ აღნიშნავენ ამ სასმლის მოყვარულები, რომ ყავის შემდეგ სტკივათ გული, ხშირდება პულსი, იწყება ხელების კანკალი?
ეს, პირველ რიგში, იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთი მანიაკი პირდაპირი გაგებით უგულებელყოფს სიტყვა "ზომიერს" და აგრძელებს დღეში 3-ზე მეტი ფინჯნის დალევას.

უსიამოვნო შედეგები
ყავის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, ასევე, გულის თანდაყოლილი დარღვევებისა და წნევის პრობლემების დროს, არომატული და გემრიელი ყავის მოხმარება შესაძლოა უსიამოვნო შედეგებთან იყოს დაკავშირებული.
  1. სასმელი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ამას შეუძლია გამოიწვიოს ის, რომ სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს ეწყებათ გაღიზიანება, შფოთვა და უძილობა.
  2. კოფეინი დიდი დოზით გახშირებული პულსისა და, იშვიათად, არითმიის მიზეზიც ხდება. სამაგიეროდ, ჰიპოტონიკებისთვის კოფეინი ძალიან სასარგებლოა: იგი წნევას ნორმალურ დონემდე ზრდის.
  3. რაც შეეხება ისეთ გავრცელებულ მდგომარეობებს, როგორებიცაა ტაქიკარდია და სტენოკარდია, მათ დროს ყავაზე უარი უნდა თქვათ. ამ სასმელს მდგომარეობის გაუარესების უნარი შესწევს მაშინაც კი, თუ უარყოფითი სიმპტომები დიდი ხანია აღარ გაწუხებთ.
  4. ყავა ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, რაც გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების მქონე ადამიანებში იწვევს დაავადებების რეციდივს.
  5. სასმელი იწვევს სისხლის შეკავებას კიდურებში, რაც გააუარესებს მდგომარეობას ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.
ის, თუ რა ოდენობით კოფეინი უნდა მიიღოთ დღეში ან საერთოდ უარი უნდა თქვათ თუ არა მასზე, უნდა გადაწყვიტოთ თქვენ და თქვენმა მკურნალმა ექიმმა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.