ყავის სარგებელი ორგანიზმისთვის
- ყავის მოხმარება აძლიერებს იმ ცილის გამომუშავებას, რომელიც აკავშირებს სტეროიდულ ჰორმონებს - ტესტოსტერონსა და ესტრადიოლს (SHBG). ეს ჰორმონები კი გადამწყვეტ როლს ასრულებენ დიაბეტის განვითარებაში. იმისათვის, რომ დიაბეტით დაავადების ალბათობა 50%-ით შევამციროთ, მამაკაცებმა დღეში დაახლ. 6 ჭიქა ყავა უნდა მიირთვან. ქალბატონები ყავის ამ რაოდენობისგან ნაკლებ სარგებელს იღებენ - მათში დიაბეტის გაჩენის რისკი მესამედით მცირდება.
- ღვიძლის დაავადება
დღეში ორი ფინჯანი ყავის მოხმარება ამცირებს ღვიძლის კიბოს დაავადების რისკს 40%-ით. 2 ფინჯანი ნატურალური შავი ყავა დღეში ამცირებს ციროზით გარდაცვალების რისკს 70%-მდე. გაამახვილეთ ყურადღება, რომ საუბარია ციროზზე, რომლის მიზეზიც არ არის ვირუსული ჰეპატიტი. - პარკინსონის დაავადება
კვლევებით დადგინდა, რომ კოფეინის მოხმარების გაზრდა ზომიერ ფარგლებში პირდაპირაა დაკავშირებული პარკინსონის დაავადების სიხშირის მნიშვნელოვნად შემცირებასთან, ვინაიდან კოფეინი ბლოკავს კონკრეტულ სასიგნალო გზებს უჯრედებში, რომლებიც ინფორმაციას გადასცემენ დაავადების ჩაშვების შსახებ. - გულის უკმარისობა
ყავა ზომიერი რაოდენობით დაგიცავთ გულის უკმარისობისგან. ამასთან, ზომიერ რაოდენობაში მეცნიერები მოიაზრებენ 3-4 ფინჯანს დღეში. ადამიანებში, რომლებსაც ექსპერიმენტის მსვლელობისას 4 ფინჯანს ასმევდნენ ყოველდღიურად, გულის უკმარისობის რისკი 11%-ით მცირდებოდა. - მსხვილი ნაწლავის კიბო
1-2 ფინჯანი ყავა დღესი ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს 26%-ით. 3 ფინჯანზე მეტი - 50%-ით.
ყავა ჯანმრთელობისთვის - საყოველთაო თემაა. დაავადებების პროფილაქტიკასთან ერთად, ყავა სხვადასხვა მასტიმულირებელ ეფექტსაც ახდენს. კოფეინი გვეხმარება ჭარბი წონის დაკლებაში, მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და ასტიმულირებს კოლაგენის გაფანტვას.