ერთ-ერთი ასეთი სადავო საკითხია საშინაო ფეხსაცმელი. უფროს თაობებს სჯერათ, რომ ცხოვრების პირველ წლებში ბავშვმა თბილი ჩუსტები უნდა ჩაიცვას.
სჭირდება თუ არა ბავშვს ფეხსაცმელი სახლში გადაადგილების დროს, თუ ფეხშიშველი სირბილი სურს თვითონ? უნდა ინერვიულოთ თუ არა ამაზე და სდიოთ ბავშვს ფეხსაცმლის ჩასაცმელად? პერიატრებს ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი აზრი გააჩნიათ.
თბილი ფეხსაცმელი ბავშვისთვის
-"სახლში მოძრაობას ვერ ვუწოდებთ სიარულს, რადგან ბავშვი მცირე მანძილს გადალახავს. სწორედ ამიტომ, ტერფების დაცვა ფეხსაცმლით საწირო სულაც არაა." - თვლის საბავშვო ორტოპედი კირილ შლიკოვი.
-"მე არასდროს მინახავს ბავშვი, რომელიც სახლში შეუჩერებლად დარბის. დიახ, ბავშვი არ ჩერდება ერთ ადგილას: ძვრება სკამზე, ეძებს რარაცებს საწოლის ქვეშ, ჯდება იატაკზე, ცდილობს კარადაში შეძვრომას.. ყოველ წუთას რაღაც სხვას აკეთებს და გადალახავს განსხვავებულ წინააღმდეგობებს. ყველაზე მოსახერხებელი ფეხსაცმელიც კი მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება".
"არადა ბავშვის ტერფის განვითარებისთვის ხომ საჭიროა უსწორმასწორობის გადალახვა, იქნება ეს ძირს დაყრილი სათამაშოები, ზრურბლი, ხალიჩა თუ შინაური ცხოველის კუდი. უმჯობესია, ცხოვრების პირველ წლებში ბავშვმა ფეხშიშველი იაროს სხვადასხვა ზედაპირზე - ეს მრავალფეროვნება დაეხმარება ტერფის მგრძნობიარე რეცეპტორების განვითარებაში" - ამატებს სპეციალისტი.
აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ მყარი ფეხსაცმელი, ხშირად, იწვევს ბრტყელტერფიანობას ბავშვებში. ასევე, ტერფი დეფორმირდება ვიწრო ფეხსაცმელშიც. ეს განსაკუთრებით საშიშია ადრეულ ასაკში, როცა ძვლები ძალიან რბილი და მყიფეა.
სწორედ ამიტომ, ბავშვმა პირველი ნაბიჯები ფეხსიშველი უნდა გაიაროს, სიცივეში კი უნდა ატაროს თბილი წინდები. ტერფების სწორი განვითარება ცხოვრების პირველ წლებში ხომ ძალიან მნისვნელოვანია.
უკიდურეს შემთხვევაში, საშინაო ჩუსტები უნდა იყოს რბილი, მოქნილი ძირით. აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ სპეციალური ფენები - სხვანაირად კანი გაოდფლიანდება. მთავარია, რომ ფეხსაცმელი მოსწონდეს მფლობელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩაცმას ვერ აიძულებთ.