თუმცა, გამოცდილი პედიატრები ასეთ ნაადრევ აჟიტირებას შეცდომად მიჩნევენ და ადგენენ სიას იმ ნივთებისა, რომლებიც არაა აუცილებელი ახალშობილებისთვის.
პირველი ნივთები ახალშობლისთვის
ზედმეტი ნივთები
- საწოლი
სანამ არ გაიგებთ, თუ როგორი ძილი იქნება პატარასთვის ოპტიმალური, მანამდე საწოლს ნუ შეიძენთ. შეგიძლიათ შეარჩიოთ შესაფერისი და გქონდეთ მხედველობაში, ოღონდ ბავშვის გაჩენამდე ნუ იყიდით. თავიდან ჩამოყალიბდით, რა იქნება უფრო კომფორტული ბავშვისთვის - დედასთან წოლა თუ მარტო?
ახალშობილი, ჩვეულებრივ, დამოუკიდებლადაც კარგად იძინებს, 6 თვისთვის კი უფრო მომთხოვნი ხდება და აქვე შეგიძლიათ, არჩევანი დიდ კალათზე შეაჩეროთ, რომლიდანაც ბავშვს უფრო მარტივად ამოიყვანთ. - მაგიდა გახვევისთვის
უბედურება! რატომღაც, ასეთი მაგიდებიდან ბავშვი ყველაზე უფრო ყურადღებიან მშობელსაც გადმოვარდნია. და მიუხედავად იმისა, რომ ეს უსაფრთხოა, მშობლები მაინც ნერვიულობენ. ასეთი სტრესის თავიდან ასაცილებლად, უარი თქვით მსგავს მაგიდაზე. - მანეჟი
პატარა ციხე - სხვაგვარად ამას ვერ უწოდებ. ასეთი მანეჟები მშობლებისთვისაა კომფორტული და არა პატარასთვის. ბავშვის შეზღუდვით, მშობლები მის გამომძიებლურ ინტერესებს ხშავენ, ხელს უშლიან განვითარებას. პატარას არ შეუძლია მიმზიდველ ნივთებს მისწვდეს, რაც მას უიმედობას აგრძნობინებს. სწორედ ეს უშლის ხელს დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას. - სასეირნო ეტლი
მსგავსი კარგი ხარისხის ეტლის შეძენა ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ახალბედა მშობლები ამ ნივთს აუცილებლად მიიჩნევენ, თუმცა ტყუილად. მსგავსი ეტლი უფუნქიოა გამოყენებისთვის. ბევრი მშობელი შესანიშნავად ახერხებს მის გარეშე ყოფნას ავტოსავარძლის გამოყენებით.
თუ ბავშვი გაზაფხულს ან ზაფხულს გაჩნდა, მსგავსი ეტლის შეძენა საჭირო არცაა, რადგან პირველ თვეებში ავტოსავარძლით შემოიფარგლებით, მხოლოდ ამის შემდეგ კი სასეირნო ეტლს შეიძენთ. - აბაზანა ჩვილისთვის
დრო, როცა მსგავს მოწყობილობაში ბავშვის ზეწრებს რეცხავდნენ, დიდი ხანია წავიდა. რატომ უნდა ჩააწვინოთ ბავშვი უმოძრაოდ ვიწრო ჭურჭელში, როცა შეიძლება, დიდ აბაზანაში დაბანოთ? ბანაობისას აუცილებელია მოძრაობა, ამიტომ მინიატურული აბაზანები უსარგებლოა. - ტანსაცმელი
სასიამოვნოა ჩვილისთვის ნივთების შეძენა და დალაგება, იმაზე ოცნება, თუ როდის დაინახავ, შეეხები და აკოცებ, თუმცა ბავშვი, თავისი სიცოცხლის პირველ წელს, შეუჩერებლად იზრდება. კარგია, თუ ერთი ნივთის ჩაცმას მისთვის ორჯერ მაინც მოასწრებთ. გამოართვით პირველი წლის ტანსაცმელი ახლობლებს. - სტერილიზატორი
შინ არ არსებობს ისეთი ბაქტერიები, რომლებსაც შეუძლია, სერიოზულად ავნოს ბავშვი. ბოთლები და საწოვარები, რომელსაც იგი პირში იდებს, დაამუშავეთ მდუღარეტი ან ჩაალბეთ ცხელ, გამდინარე წყალში. აი ის იშვიათი მიკრობები კი, რომლებიც ბავშვის ნივთებზე მოხდება, დაეხმარება მის ორგანიზმს, გამოიმუშავოს ძლიერი იმუნური სისტემა. - სასწორი
ბავშვს გეგმიურ კვლევებზე, პედიატრთან წონიან. თუ სახლში ყოველდღიურად უნდა აკონტროლოთ ჩვილის ზომა, გამოიმუშავებთ ჭაღარა თმას თავზე. საქმე ისაა, რომ ბავშვის წონა არათანაბრად იზრდება, თუმცა ამაზე ყველამ როდი იცის. ამიტომ, მუდმივად აწონვა არაფერს კარგს არ მოიტანს, გარდა შეშინებისა. - რადიოძიძა
შეიძლება, ძალიან სასარგებლო ნივთი იყოს უზარმაზარი სახლის მცხოვრებლებისთვის, თუმცა, კომპაქტურ ბინებში აბსოლუტურად უფუნქციოა. ბავშვის ხმას გაიგონებთ ამ ძვირადღირებული მოწყობილობის გარეშეც, გასართობ ფუნქციას კი პლანშეტით ან მობილურით ჩაანაცვლებთ.