» » მოკითხვა წარსულიდან: რატომ კრძალავენ პედიატრები ბავშვის ზეწარში შეხვევას კატეგორიულად

მოკითხვა წარსულიდან: რატომ კრძალავენ პედიატრები ბავშვის ზეწარში შეხვევას კატეგორიულად

საბჭოთა კავშირის დროს დედებს ბავშვის ზეწარში შეხვევას სამშობიარო სახლშივე ასწავლიდნენ, ავალდებულებდნენ კიდევაც. მაშინ ეს მოპყრობა ახალშობილის მიმართ საუკეთესო ვარიანტად ითვლებოდა და არც არავინ ფიქრობდა, რეალურად საჭირო იყო თუ არა ეს.

სამშობიარო სახლებში ზეწრები საშუალებას აძლევდა პერსონალს, სწრაფად შეეხვია ბავშვი თუ ციოდა. მათი გასტერილება მარტივი და სწრაფი იყო, განსხვავებით სხვა ტანსაცმლისგან. თან ერთ ბავშვთან დიდხანს გაჩერება ხომ შეუძლებელი იყო სავსე სამშობიარო სახლში.



როცა დედა სახლში იწერებოდა, იგი საფენების რეგულარული ცვლის პრობლემას შეეჯახა და ამიტომ ამჯობინებდა ბავშვის გახვევას ზეწარში. დღესაც კი, უამრავი ახალგაზრდა დედა იყენებს ზეწრებს, უარს ამბობს თანამედროვე ბოდიზე, კომბინიზონებსა და სხვა ტანსაცმელზე.



ბავშვის შეხვევა
პირველად, ბავშვის შეხვევის საწინააღმდეგო მოსაზრებები საბჭოთა კავშირში, 1970-იან წლებში გაჩნდა, როცა ამერიკელი პედიატრის, ბენჟამის სპოკის ნაშრომმა პოპულარობა მოიპოვა. მისი წიგნი "ბავშვი და მისი მოვლა" რუსულ ენაზე გამოიცა და სწრაფადვე გახდა განხილვის საგანი. შედეგად, ექიმი ეწვია კიდევაც საბჭოთა კავშირს 1977 წელს და აქტიურად გამოდიოდა ახალშობილის შეხვევის წინააღმდეგ.

შეხვევის მომხრეთა არგუმენტები
  1. თვლიან, რომ შეხვეულ ბავშვს უფრო დიდხანს და ღღმად სძინავს, რადგანაც ზეწარი საიმედოდ აფიქსირებს მის კიდურებს. საქმე ისაა, რომ ძილში ბავშვი ხშირად იქნევს ხელ-ფეხს და ეღვიძება.


  2. ზეწარი ხელს უშლის ბავშვს თავისუფლად მოძრაობაში, რითიც აღკვეთს შემთხვევით მიღებულ ტრავმებს: ბავშვი შეიძლება გაიკაწროს, თითი თვალში მოირტყას და ა.შ.
  3. დედის პლაცენტაში ბავშვი მიჩვეულია მცირე სივრცეს, ამიტომაც, მისი კომფორტისთვის ქმნიან მსგავს პირობებს ცხოვრების პირველ თვეებში.
  4. ბავშვის შეხვევის დროს ფეხებს მაგრად კრავდნენ, რათა სწორი და ლამაზი ფეხები გაზრდილიყო.

თუმცა, თანამედროვე პედიატრები ამ არგუმენტთა უმეტესობას გაუგებრობას უწოდებენ. რაც შეეხება ბოლო პუნქტს, შეხვევა არ აისახება ფეხების სისწორეზე. პირიქით, სახვევის გამო ბავშვი კარგად ვერ მოძრაობს, რაც ანელებს მის ფიზიკურ განვითარებას.

პოზის შეცვლის შეუძლებლობა შეხვეული ბავშვის ძილს მშფოთვარეს ხდის. გარდა ამისა, ბავშვისთვის სასარგებლოა მუცელზე წოლა, რაც, შეხვეულ მდგომარეობაში, შეუძლებელია(მუცელზე წოლისას ბავშვი ინსტინქტურად იდებს ფეხებს სხეულის ქვეშ, რაც შეუძლებელია შეხვევის დროს).



გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვისთვის პირველ თვეებში გვერდზე წოლა არ შეიძლება - ხერხემალი ხომ ასეთი დატვირთვისთვის ჯერ არაა მზად. გვერდულად დააწვინეთ, თუ ბავშვს უკვე შეუძლია მუცლიდან ზურგზე გადაბრუნება და პირიქით. ასევე, პედიატრები გვირჩევენ, რომ 3 წლამდე ბავშვს დედასთან უნდა ეძინოს და არა ცალკე საწოლში.



შეახვიოს თუ არა ბავშვი - თითოეულმა მშობელმა ეს დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება საერთაშორისო ტენდენციას, შეხვევა არსებობს, მაგრამ გაცილებით მარტივი სახით, როცა ბავშვის ხელები და ფეხები თავისუფალია ზეწრის შიგნით მაინც. ეს ახალშობილს მოძრაობის მეტ საშუალებას და ფიზიკური განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნახავთ, თუ როგორ უნდა შეახვიოთ ბავშვი ზეწარში სწორად:

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.