რა რაოდენობის წყალია საჭირო დღეში
ალბათ, გაგიგიათ წყლის დიეტის შესახებ და საკუთარი თავისთვისაც დაგისვამთ კითხვა, თუ რამდენი წყალი უნდა მიიღოთ დღეში გასახდომად და გასაახალგაზრდავებლად. მიუხედავად ასეტი მარტივი კითხვისა, სხვადასხვა წყაროებში რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციებს ვხვდებით.
რჩევების რედაქციამ სცადა სიმართლის გარკვევა. აღმოცნდა, რომ ინფორმაცია მიღებული სითხის მოცულობის ყოვლისშემძლე სარგებლის შესახებ, უბრალოდ, გაუგებრობაა. თუმცა, ზამთარში კი ნამდვილად უნდა დალიოთ მეტი თუ არა, იმდენივე წყალი მაინც, რამდენსაც ზაფხულში სვამთ.
როგორ დავლიოთ წყალი სწორად
- სწორი სასმლის რეჟიმი ექვემდებარება ერთ წესს: დიდი რაოდენობით წყლის მიღება მავნეა, ცოტასი კი - საშიში.
- მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი 70% წყლისგან შედგება, დღეში 8 ჭიქა წყლის მიღება არაა აუცილებელი. უნდა გვესმოდეს, რომ 2.5 ლ აუცილებელი სითხე - ესაა სითხე ყველა მიღებული პროდუქტისგან, რომელსაც ჩვენ საკვებად მოვიხმართ.
- საუკეთესო მანიშნებელი იმისა, თუ როდისაა საწირო წყლის მარაგის შევსება - წყურვილი. რაღაც დროის მონაკვეთში ჭიქა წყლის დალევა ძალდატანებით - უაზრობაა.
- სითხის ჭარბი მოხმარება - დამატებითი დატვირტვაა გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და თირკმლებზე. სითხის სიჭარბე(როგორც დეფიციტი) არღვევს არტერიულ წნევას.
- მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჭამის დროს წყლის დაყოლება მავნე არაა. ეს არ აუარესებს საჭმლის მონელების პროცესს. მავნეა საკვების ჩანაცვლება წყლით.
- ხილის ან ბოსტნეულის წვენი, ჩაი, ყავა, რძე - ეს საკვებია, ხოლო მინერალური წყალი - წამალი. არ ჩაანაცვლოთ სუფთა წყალი ამ პროდუქტით, როცა გწყურიათ.
- წყალი არ გამორეცხავს ცხიმს, არ გამოდევნის ტოქსინებს და არ გვეხმარება გახდომაში. წყალი გასახდომად ორგანიზმისთვის აუცილებელია ზომიერი ოდენობით ისევე, როგორც სწორი კვება.
- წყალი არ დააჩქარებს მეტაბოლიზმს. წყალი - ნეიტრალური ნივთიერებაა, რომელიც გამხსნელის როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის დროს ქიმიური რეაქციების ჩასატარებლად.
- მშრალი კანი - სითხის დეფიციტის სიმპტომი არაა, არამედ А ჯგუფის ვიტამინებისა და ცხიმების უკმარისობის მაჩვენებელია.
- ზამთარში წყალი ორგანიზმს იმდენად სჭირდება, რამდენადაც ზაფხულში. დაფიქრდით, რატომ ჩნდება ჯანმრთელობისა და ჭარბი წონის პრობლემები სწორედ ზამთარში? პასუხი მარტივია: ცივ პერიოდში ჩვენ არ ვსვამთ სუფთა წყალს. წყურვილის მოკვლის ნაცვლად, ადამიანი ჭამს - ცხელი ჩაი, ყავა, კაკაო, სუპი...
- ჩვენმა სხეულმა კარგად იცის, როდის სწყურია. ისწავლეთ მისი მოსმენა და არ ჩაანაცვლოთ წყალი ჩაით, ყავით ან წვენებით.
- დაიწყეთ დილა თბილი წყლით სავსე ჭიქით - ეს სასარგებლოა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს წყალი ლიმონით იქნება, ძმრით თუ მსგავსი დანამატებით. უბრალოდ თბილი წყალი დალიეთ.
- დაავადების ან ცუდი თვითშეგრძნების დროს, მიირთვით წყალი ხშირად და მცირე ულუფებად. წყლის ტემპერატურა უნდა უტოლდებოდეს სხეულის ტემპერატურას. ასე იგი სწრაფად აითვისება და ორგანიზმი არ დახარჯავს ზედმეტ ენერგიას ამისთვის.