გზა წარმატებისკენ
- გახსოვდეთ, რომ, რაც უფრო სითბოს მოყვარულია მცენარე, მით უფრო მეტად სჭირდება მის ფესვებს ზამთარში სიმშრალე.
- ნუ ამოავსებთ მცენარის ორმოს მხოლოდ ნეშომპალათი. უპრიანია, გამოიყენოთ ნეშომპალისა და მიწის ნარევი.
პალმები, ლეღვის ხეები, ბანანის ხეები... სავსებით შესაძლებელია გავახაროთ, თუკი სათანადო პირობებს შეუქმნით, ყინვასაც კარგად გადაიტანენ.
რამდენიმე წესი, რიმელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ
სწორად შეარჩიეთ წელიწადის დრო დასარგავად. უმჯობესია, თუ მცენარეს გაზაფხულზე გადარგავთ, რათა მისი ფესვთა სისტემა კარგად განვითარდეს ზაფხულის განმავლობაში.
მცენარე ხშირი ქარისგან დაცულ ადგილას დარგეთ, მაგალითად, ღობის ძირში ან ორ კედელს შორის.
დარგეთ ისეთ მიწაში, რომელიც წყალს კარგად ატარებს. "მცივანა" მცენარეებს ზამთარში ფესვები მაქსიმალურად მშრალი უნდა ჰქონდეს. ორმოში ჩასაყრელ დასარგავ მიწას 2 ნიჩაბი პუცოლანი დაუმატეთ.
ზამთარში მცენარეს გარშემო კარგად შემოუწყვეთ ჩალა. ოქტომბრის დასაწყისშივე, როცა მიწა ჯერ კიდევ თბილია, მცენარის ძირთან ხმელი ფოთლები მოაგროვეთ. დროდადრო ფოთლების ფენა განაახლეთ.
დაიცავით მცენარეები წვიმისგან. ბანანის ხე კარგად გამოიზამთრებს, თუ მას ზამთრის ყველაზე უხვნალექიან პერიოდში ბრეზენტის ან სხვა წყალგაუმტარი მასალის დამცველ ფენას გადააფარებთ. კარგი იქნება, თუ გამოდარებისას მენარეს საფარველს მოხსნით.