» » » სწრაფად გახდებით, თუ გაითვალიწინებთ შემდეგ რეკომენდაციებს...

სწრაფად გახდებით, თუ გაითვალიწინებთ შემდეგ რეკომენდაციებს...

თანამედროვე ცივილიზებულ ადამიანს არ ესაჭიროება დიდი ენერგეტიკული მარაგის შექმნა, რადგან იგი ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე იღებს საკვებს. ამისდა მიუხედავად, ენერგიის, ე.ი. ცხიმის დაგროვების მექანიზმი წინანდებურად მოქმედებს. თანამედროვე ადამიანმა იმდენი საკვები უნდა მიიღოს, რომ დააკმაყოფილოს ყოველდღიური ენერგეტიკული დანახარჯი. მაგრამ ზოგჯერ ეს ასე არ ხდება, და იგი მეტს ჭამს, ვიდრე ხარჯავს. გამოანგარიშებულია, რომ უკონტროლოდ კვების შედეგად ადამიანმა შეიძლება მიიღოს ერთნახევარჯერ მეტი საკვები, ვიდრე მას ესაჭიროება. ეს არის ის ბიოლოგიური საფუძველი, რაც იწვევს ავადმყოფურ სიმსუქნეს.

  • სიმსუქნის დროს მიიღეთ ბატის მარწყვბალახას ნახარში: 50-100 გრ ხმელ ბალახს დაასხით ერთი ვედრო წყალი. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. გაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში.

  • სწრაფად გახდებით, თუ რამდენიმე დღით უარს იტყვით მარილზე. უმარილო დიეტის განმავლობაში ყოველდღე მიიღეთ კონტრასტული შხაპი. თბილი და ცივი წყალი ყოველ 15 წამში ერთხელ შეცვალეთ.

  • გახდომის მსურველებისთვის ძალიან სასარგებლოა ყაბაყის და ბადრიჯნის მიღება: ისინი აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას და ამცირებენ ქოლესტერინის და ცხიმების შეწოვას.

  • 1 ჩ/კ ფიკუსის ფოთოლს დაახით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • გახდომისთვის დიეტის პირველი კვირის განმავლობაში 3-ჯერ დღეში (საუზმეზე, სადილად და ვახშმად) უნდა მიიღოთ 2 ცალი ფორთოხალისა და 3 ცალი მაგრად მოხარშული (ხარშეთ 12 წუთის განმავლობაში) კვერცხის ნარევი. მეორე და მესამე კვირას, ასევე, მიირთვით ფორთოხალი და კვერცხი, მაგრამ ამის გარდა მიიღეთ ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით. ფორთოხლიდან ყველა საჭირო ვიტამინს მიიღებთ, ხოლო კვერცხიდან - პროტეინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.