» » » სადღესასწაულო რულეტი გრამი ფქვილის გარეშე - ნამცხვარი ასეთი სასარგებლო არასდროს ყოფილა

სადღესასწაულო რულეტი გრამი ფქვილის გარეშე - ნამცხვარი ასეთი სასარგებლო არასდროს ყოფილა

გადავწყვიტეთ, საახალწლოდ კულინარიულ ფანტაზიას თავისუფლება მივცეთ და ჩავატაროთ ექსპერიმენტები დესერტზე. რჩევების რედაქცია გთავაზობთ სადღესასწაულო რულეტის რეცეპტს.



რეცეპტი საკმაოდ მარტივია, თუმცა ყველაზე უცნაური ისაა, რომ ის არ შეიცავს ფქვილს და შიგთავსად იყენებთ არც მეტი, არც ნაკლები - მანდარინს.

ტკბილი დესერტი
ინგრედიენტები ცომისთვის

  • 5 კვერცხი
  • 80 გ შაქარი
  • 60 გ სიმინდის სახამებელი
  • 70 გ მცენარეული ზეთი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • 1 მწიკვი მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
  • 6-7 მანდარინი
  • 1 ჭიქა მანდარინის წვენი
  • 30 მლ ლიმონის წვენი
  • 80 გ შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 20 გ სიმინდის სახამებელი
  • 400 მლ ნაღები (33%)
მომზადება
  1. დასაწყისისთვის მოამზადეთ კრემი: სარძევე ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, სახამებელი და მოურიეთ. თანდათან დაუმატეთ მანდარინის წვენი, მუდმივად ურიეთ, რათა არ გაცნდეს კენჭები. დაუმატეთ ახლადდაწურული ლიმონის წვენი, ლიმონის ცედრა და მოურიეთ.


  2. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. ხარშეთ მასა შესქელებამდე, მუდმივად ურიეთ. დაახურეთ საკვები ფოლგა და გააგრილეთ.


  3. სანამ ციტრუსის მასა ცივდება, მოამზადეთ ბისკვიტი. გაყავით ცილა და გულები, ათქვიფეთ ცილები მიქსერით, დაუმატეთ მწიკვი მარილი და შაქრის ნახევარი. ათქვიფეთ მყარ მასამდე. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ გულები დარჩენილ შაქართან ერთად, დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ მიქსერით.


  4. გულებს დაუმატეთ ლიმონის ცედრა, მოურიეთ, შემდეგ გაცერით სიმინდის სახამებელი და დაუმატეთ თანდათან, თან ურიეთ.


  5. დაუმატეთ ცომს ცოტაოდენი ათქვეფილი ცილა, მოურიეტ, დაუმატეთ კიდევ და კიდევ მოურიეთ. მიღებული მასა გადაასხით ცილის მასაში, მოურიეთ სათქვეფით, შემდეგ ჩაასხით მასასი ზეთი და ისევ ურიეთ.


  6. საცხობ ფორმას დააფარეთ პერგამენტი, წაუსვით ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და მოათავსეთ ცომი, თანაბრად გადაანაწილეთ. აცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით - ბისკვირი ოდნავ უნდა გაყავისფრდეს.


  7. ცივი ნაღები ათქვიფეთ მყარი მასის მიღებამდე მიქსერის გამოყენებით, დაუმატეთ გაციებული ციტრუსის მასა და ისევ კარგად მოურიეთ. კრემი მზადაა.


  8. გაციებული ბისკვიტი დაფარეთ პერგამენტის ქაღალდით და გადააბრუნეთ, ქაღალდი მოხსენით ბისკვიტის ზედა ნაწილს, დაახურეთ ახალი და ისევ გადააბრუნეთ.


  9. მანდარინს მოაშორეთ კანი და თეთრი ფენები. ბისკვიტს უხვად წაუსვით კრემი, ცოტა დაიტოვეთ მოსართავად, ქერქის კიდეებზე დაალაგეთ მანდარინები მწკრივში და წაუსვით ცოტა კრემი. ფრთხილად გადააბრუნეთ ბისკვიტი რულეტად და შედგით 30-60 წუთით მაცივარში.


  10. რულეტი მოათავსეთ თეფშზე და წაუსვით კრემის ნარჩენები. შეგიძლიათ, კრემის ნაწილი საკონდიტრო ჩანთაში მოათავსოთ და სასურველი ფორმებით გააფორმოთ.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.