დაგჭირდებათ:
- 4 კვერცხი
- 4 ს/კ ზეთი
- 4 ს/კ ფორთოხლის წვენი
- 1 ფორთოხლის ცედრა
- 50 გრ შაქარი
- 375 გრ უ/ხ ფქვილი
- 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
ვაჟინისთვის: - 400 გ შაქარი
- 1 ლიმონის წვენი
- 200 გ თაფლი
- 500 გ ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
ლიმონის წვენი, ცედრა, კვერცხი, ზეთი, შაქარი ათქვიფეთ, შეაზილეთ თითო კოვზი საფუარშერეული ფქვილი, ვიდრე ნაზ, ელასტიკურ ცომს არ მიიღებდეთ. გადააფარეთ ტილო და 30 წუთით დადგით ასაფუებლად.
ლიმონის წვენი, 3/8 ლ შაქარი გავხსნათ და 5 წუთი დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. შევურიოთ თაფლი და კიდევ 5 წუთი ვადუღოთ ვაჟინი დავდგათ თბილ ადგილას.
ავადუღოთ ზეთი.
კაკლისტოლა ცომის ბურთულები კოვზის ტარით შუაში გავხვრიტოთ და 3-3 წუთით ჩავუშვათ მდუღარე ზეთში. დავბრაწოთ ორივე მხრიდან და თბილ ადგილას დავდგათ.
ხის ჩხირით ავიღოთ ფუნჩულა, ამოვავლოთ სათითაოდ ვაჟინში და ცხლადვე მივიტანოთ სუფრაზე.