» » » დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი აბაზანის შუშხუნა ბურთები მანდარინისგან

დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი აბაზანის შუშხუნა ბურთები მანდარინისგან

მოამზადეთ დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი აბაზანა ამ მოტკბო, ციტრუსის სურნელის მქონე, შუშხუნა ბურთულებისგან. მანდარინის ზეთი ტოქსიკური არ არის, ამიტომ განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისთვის. დაუმატეთ ფურცლები, გულყვითელა, კიტრისუნა, გვირილის ყვავილები, ფორთოხლის გამხმარი ქერქი და კოსმეტიკური ბრჭყვიალა პუდრი, რათა ბურთულები ლამაზი გამოვიდეს. გამოიყენეთ კოსმეტიკური ბრჭყვიალები, ხელსაქმის ბრჭყვიალების გამოყენება არ შეიძლება.

20 პატარა ზომის ბურთის დასამზადებლად საჭიროა

ინგრედიენტები:
  • 400 გ საჭმლის სოდა
  • 200 გ ლიმონის მჟავა
  • 1 ჩ/კ გამხმარი ყვავილები
  • კოსმეტიკური ბრჭყვიალები
  • 15 წვეთი მანდარინის ეთერზეთი

მომზადების წესი:
  1. გამხმარი მცენარეები მოათავსეთ თასში და ხელთათმანიანი ხელით დაფშვენით. დაუმატეთ საჭმელი სოდა, ლიმონის მჟავა და ეთერზეთი და კარგად აურიეთ.

  2. 1 ჩაის კოვზი წყალი ჩაასხით პულველიზატორში და დანამეთ მიღებული მასა აბაზანის ბურთულების კონსისტენციის მისაღებად.

  3. გამოიღეთ მაცივრიდან და ბურთულები ყალიბიდან ამოიღეთ. ინახება 3 თვე.

გამოყენების წესი:
ბურთულები ჩაყარეთ თბილ აბაზანაში და დატკბით მათგან მოგვრილი სურნელითა და შუშხუნა შეგრძნებით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.