-"გულ-სისხლძრღვთა სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხიმები" - აცხადებენ კარდიოლოგები. ისინი უარყოფენ მითს ქოლესტერინის, როგორც არტერიების მთავარი მტრისა და გულის შეტევების მთავარი მიზეზის შესახებ.
ექიმები, ასევე, გვაფრთხილებენ საფრთხეზეც, რომელიც დაკავშირებულია სტატინებთან - წამლებთან, რომლებიც ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად გამოიყენება.
სიმართლე ისაა, რომ ტვინის ქსოვილებისა და ნერვული სისტემისთვის აუცილებელია ქოლესტერინი და მსგავსი ცხიმები თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად.
კვების სპეციალისტები ათწლეულების მანძილზე გვირჩევდნენ ცხიმების მოხმარების შემცირებას, განსაკუთრებით კი ცხოველური(ნაჯერი) ცხიმების მოხმარებას. ითვლებოდა, რომ ეს შეამცირებდა "ცუდი" ქოლესტერინის დონეს და გადაგარჩენდათ გულის დაავადებებისგან. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილობრივ აღმოჩნდა სიმართლე.
ნაჯერი ცხიმების ჩანაცვლება უჯერით დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუმცა, ეს მხოლოდ მაძღარ დასავლეთში ხდება. ცხოვრების დაბალი და საშუალო დონის ქვეყნებში ცხიმებზე უარის თქმა ნიშნავს იაფფასიანი სწრაფი ნახშირწყლების(შაქრის) მოხმარებაზე გადასვლას და ადამიანების მდგომარეობას მხოლოდ აუარესებს.
ცხიმიანი დიეტა
დაბალნახშირწყლოვანი ცხიმიანი დიეტა (LCHF-დიეტა) შვეციაში გაჩნდა ათწლეულის წინ. ამ სკანდინავიურ ქვეყანაში ექიმებმა პირველად უარყვეს ოფიციალურად მითი, რომ ცხიმები უფრო საშიშია, ვიდრე ნახშირწყლები, უცხიმო პროდუქტი კი ჯანმრთელობის წინაპირობაა.
ამ მომენტისთვის მეცნიერებმა საკმარისი მტკიცებულება მოიპოვეს იმისა, რომ ცხიმების მავნებლობა, მათ შორის, ნაჯერი ცხოველური ცხიმებისა, მეტისმეტად გაზვიადებული იყო, შაქრისა და სახამებლის საფრთხე კი, პირიქით, არასრულად იყო შეფასებული.
უამრავმა კვლევამ გაამართლა ცხიმები(მხოლოდ ბუნებრივი წარმომავლობის და არა ტრანსცხიმები), ამავდროულად კი ნახშირწყლები და უცხიმო პროდუქტი პოტენციურ საფრთხედ აღიქვა.
უცხიმო პროდუქტი კლასიფიცირებულია, როგორც ჯანსარი პროდუქტი. თუმცა, თუ ნაკლებ ცხიმს მიირთმევთ, უნდა მიირთვათ მეტი ნახშირწყალი გასაძღობად. ხვდებით ეშმაკობას?
დაბალკალორიული ცხიმიანი დიეტა - ესაა კვების გეგმა, რომელიც მარტივ პრინციპზეა დაფუძნებული: მოიხმარეთ მინიმალური ოდენობის ნახშირწყლები(კერძოდ, შაქარი და სახამებელი) და მაქსიმალური რაოდენობით პროდუქტი, რომელიც მდიდარია ლიპიდებით, ცილებითა და ცელულოზით.
როგორც კვების სხვა სისტემები, მაგალითად, დუკანის ცილოვანი დიეტა, ესეც, არათუ დიეტა, არამედ ცხოვრების სტილია, რომლის დროსაც შეძლებთ, მიირთვათ სრულყოფილი, ხარისხიანი საკვები.
რაციონი ცხიმების მაღალი შემცველობით - ნაცადი და სწორი გადაწყვეტილებაა
ბოლო კვლევებით დგინდება, რომ დიეტას, ცხიმების მაღალი შემცველობით, კიბოს ზოგიერთი ფორმის შექცევა შეუძლია. ფრედ ჰეთფილდს, ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს ძალოსნობაში, ტრენერსა და წარმატებულ ბიზნესმენს დაუდგინდა ძვლის მეტასტატიკური კიბო.
პროგნოზი, რომელიც რამდენიმე ექიმმა დაამტკიცა, მას მხოლოდ 3 თვის სიცოცხლეს უქადდა. ჰეთდილდმა შეწყვიტა შაქრისა და ნახშირწყლის მოხმარება, დაიწყო საკმარისი ოდენობით კარგი ხორცისა და სასარგებლო ცხიმების მიღება(არა იაფფასიანი ტრანსცხიმების, ჰიდროგენეზირებული ზეთის ან მარგარინისა). შედეგად, დაავადებამ უკან დაიხია.
სამხრეთი ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დაბალნახშირწყლოვანი ცხიმიანი დიეტისა და ბაროკამერაში ყოფნის კომბინაცია ვირთხების ცხოვრების ხანგრძლივობას ზრდის აგრესიული, მეტასტატიკური კიბოს დროს.
კვლევას უძღვებოდა დომინიკ დ'აგოსტინო, სამხრეთი ფლორიდის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის წამყვანი სპეციალისტი. ამ ნაშრომის შედეგებმა დაამტკიცა თეორია იმის შესახებ, რომ კიბო - მეტაბოლისტური დაავადებაა და პროფილაქტიკისა და მკურნალობის სტრატეგია სწორედ სწორ კვებაზე უნდა დაფუძნდეს.
დაბალნახშიწრყლოვანი დიეტა: რა უნდა ამოიღოთ მენიუდან
- შაქარი: ყველაზე ცუდი, რაც კაცობრიობას შეუქმნია. მოერიდეთ შაქრის ხელოვნურ ჩამნაცვლებლებსაც;
- უალკოჰოლო სასმელები, კონფეტები, წვენი, სპორტული სასმელები, შოკოლადი, ტორტი, ფუნთუშები, ცომეული, ნაყინი, მშრალი საუზმე. მოერიდეთ არომატიზებულ, ტკბილ და უცხიმო პროდუქტს;
- სახამებელი: თეთრი პური, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი, კარტოფილი, ჩიფსები და ა.შ.;
- მარგარინი: ნორმალური კარაქის მავნე იმიტატორი ომეგა-6 ცხიმების არაბუნებრივად მაღალი შემცველობით (ომეგა-6ის ასეთი რაოდენობა, ომეგა-3თან შედარებით მავნეა გულისთვის);
- ლუდი - ეს თხევადი პურია, რომელიც სავსეა სწრაფი ნახშირწყლებით.
ცხიმიან დიეტაში დაშვებულია
- ნებისმიერი სახის ხორცი - საქონლის, ღორის, ქათმის, ინდაურის. თუ შესაძლებელია, შეიძინეთ ფერმერული პროდუქცია და არა შეფუთული, ანტიბიოტიკებით გაჟღენთილი საქონელი;
- თევზი და ხამანწკები: ნებისმიერი სახეობა. ცხიმიანი თევზი - ორაგული, ქაშაყი თუ სხვა, განსაკუთრებით მისაღებია. მოერიდეთ საფანელს;
- კვერცხი - ნებისმიერი სახით, შემწვარი, მოხარშული თუ ომლეტი. შეარჩიეთ ორგანული კვერცხი;
- ხილი: პირველ რიგში, ავოკადო;
- სოუსი - დაშვებულია ზეთისა და ნაღების გამოყენება მომზადების დროს. ქოქოსის ან ზეითუნის ზეთებიც არაჩვეულებრივი ვარიანტებია;
- ბოსტნეული, რომელიც მიწის ზემოთ იზრდება: ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, თეთრთავა კომბოსტო და ბრუსელის კომბოსტო, სატაცური, ყაბაყი, ბადრიჯანი, ისპანახი, კიტრი, სალათის ფოთლები, ხახვი, წიწაკა, პომიდორი;
- რძის პროდუქტი: შეარჩიეთ ვარიანტები, რომლებიც არ ექვემდებარება გადამუშავებას: ნატურალური კარაქი, ნაღები(40%-იანი ცხიმიანობით), არაჟანი, მაწონი ან ყველი მაღალი ცხიმიანობით. ფრთხილად იყავით უცხიმო რძესთან - იგი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს;
- თხილი და თესლები: მიირთვით კონფეტების ნაცვლად გოგრის, კეშიუს, მზესუმზირის თესლები და თხილეული;
- კენკრა: ტკბილი კენკრა ზომიერად, მჟავე - შეუზღუდავად.
სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ შაქარი კიბოს უჯრედებს კვებავს, ონკოლოგებს ავიწყდებათ პაციენტების გაფრთხილება ამის შესახებ! ისინი აგრძელებენ კონფტებისა და ცომეულის ჭამას ქიმიოთერაპიის დროს. აუცილებლად შეატყობინეთ ახლობლებს ამის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში. გისურვებთ ჯანმრთელობას!