» » » საკვები, რომელიც "კარგ" ქოლესტერინს ანადგურებს. რაზე უნდა ვთქვათ უარი და რა შევიძინოთ ხშირად?

საკვები, რომელიც "კარგ" ქოლესტერინს ანადგურებს. რაზე უნდა ვთქვათ უარი და რა შევიძინოთ ხშირად?

ორგანიზმის აბსოლიტურად ყველა მნიშვნელოვანი ორგანო და სისტემა შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც მონაწილეობს უჯრედული მემბრანების ფორმირებაში, თავიდან გვარიდებს ნახშირწყლების კრისტალიზაციას და მონაწილეობას იღებს სასქესო ორგანოების მუშაობაში. მიუხედავად ამისა, ქოლესტერინის მოჭარბებული დონე შეიძლება არა უბრალოდ საზიანო, არამედ დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენთვის.



ქოლესტერინის ჭარბ დონეს საფუძვლად შეიძლება გენეტიკა, მემკვიდრეობითობა ედოს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის პროვოცირებულია ჩვენივე ცხოვრების წესით. რძის პროდუქტები, კვერცხი, ფრინველის ხორცი, ხორცის სუბპროდუქტები - ყველა ეს პროდუქტი, რომლისგანაც თითოეული ადამიანის ყოველდღიური კვების რაციონი შედგება, ქოლესტერინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის საკვებს, ისინი საერთოდ არ შეიცავს მოცემულ ნივთიერებას.

რას წარმოადგენს "ცუდი" ქოლესტერინი?



ქოლესტერინის ოპტიმალური დონე აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. არსებობს ქოლესტერინის რამდენიმე სახეობა, მათ შორის ე.წ. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, ანუ მავნე ქოლესტერინი, რომელიც არღვევს ბალანსს პლაზმაში. უმეტეს შემთხვევაში ღვიძლი უმკლავდება მათ გადამუშავებას, თუმცა როდესაც ქოლესტერინის დონე ზედმეტად მაღალ დონეს აღწევს, ეს ნივთიერება ილექება სისხლძარღვების კედლებზე, რის შედეგადაც ვითარდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები.



ქოლესტერინის დონის მატებას ყოველთვის თან ახლავს სისხლის მიმოქცევის გაუარესება, რის შედეგადაც ჩვენ მუდმივად განვიცდით დაღლილობას,, სისუსტეს, მხედველობისა და მეხსიერების გაუმჯობესებას, პოტენციის დაქვეითებას და ა.შ.

8 ჩვევა, რომელიც ქოლესტერინის დონის მატებას იწვევს
  1. ჯანსაღ ცხიმებზე უარის თქმა
    ჯანსაღი ცხიმი, ცხოველური წარმოშობის მავნე ცხიმებისგან განსხვავებით, არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, არ იწვევს ქოლესტერინის დონის მატებას, არტერიების დაბინძურებას, გულთან დაკავშირებულ პრობლემებს და ა.შ. ჯანსაღი, მცენარეული წარმოშობის ცხიმები აუცილებელია გულის ჯანმრთელობისთვის. ჩაანაცვლეთ მზესუმზირის ზეთი ზეითუნის ზეთით, მიირთვით დიდი რაოდენობით თევზი, ავოკადო და თხილეული, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა მრავალი წლით.



  2. რძე მხოლოდ ყავასთან ერთად
    ბავშვებისთვისაც კი კარგად არის ცნობილი ფაქტი, რომ რძის პროდუქტები დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს. კალციუმის მაღალი დონე ორგანიზმში პირდაპირკავშირშია ლიპოპროტეინების (კარგი ქოლესტერინის) დონესთან. გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაჯანსაღებლად მიირთვით დიდი რაოდენობით დაბალი ცხიმიანობის ნატურალური რძე, მაწონი, ხაჭო და ყველი.



  3. დიდი რაოდენობით ცხიმიანი ხორცი კვების რაციონში
    მწვადი, წვნიანი სტეიკი, შებოლილი ძეხვეული - საკვები პროდუქტები, რომლებიც ადამიანების უმრავლესობას ძალიან გვიყვარს და მათ მირთმევაზე უარს ვერასდროს ვამბობთ. სამწუხაროდ, ყველა ეს პროდუქტი მავნე ცხიმების საკმაოდ დიდი წყაროა, რომლებიც პროვოცირებს ორგანიზმში "ცუდი" ქოლესტერინის დონის მატებას და ჯანმრთელობის დაზიანებას. თუ თქვენ ჯანმრთელობისთვის საზიანო ამ საკვებზე უარს ვერ ამბობთ, რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, რეკომენდებულია ნებისმიერი სახის ხორცპროდუქტის მომზადება გრილზე ან ღუმელში.



  4. შეფუთული, დაფასოებული პროდუქცია
    ასეთი პროდუქტების უმრავლესობა ტრანსცხიმების ძალიან დიდი წყაროა, რომლებიც ზრდის სიხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს, აბინძურებს ჩვენს არტერიებს და აზიანებს ჯანმრთელობას. თუ საკუთარი თავისა და თქვენი შვილების ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, საერთოდ აკრძალეთ ამ პროდუქტების მიღება.



  5. ცოტა თევზი რაციონში
    "კარგი" ქოლესტერინის დონის გასაზრდელად და ტრიგლიცერიდების დონის შესამცირებლად, აუცილებელია კვების რაციონის გამრავალფეროვნება ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თევზის სახეობებით: ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი და კალმახი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაჯანსაღებლად, ყოველკვირეულად მიიღეთ 100 გრამი თევზის ეს სახეობები.



  6. ჭარბი რაოდენობით სპირტის შემცველი სასმელები
    რაც უფრო ნაკლებ ალკოჰოლურ სასმელს მიიღებთ, მით უფრო სუფთა და ჯანსაღი იქნება თქვენი სისხლძარღვები. სპირტის შემცველი სასმელების რეგულარული მიღების შედეგად ქოლესტერინის დონე სისხლში საგრძნობლად იზრდება, რაც იწვევს არტერიების დაცობას და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას.



  7. ხსნადი უჯრედისის დეფიციტი
    აუცილებლად უნდა იკვებოთ მცენარეული უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით. შვრია, ლობიო, ოსპი - ხსნადი უჯრედისით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს და ამცირებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს.



  8. პროტეინის შემცველი კოქტეილები
    გავრცელებულია მოსაზრება, რომ ცილის, პროტეინის მაღალი შემცველობით გამორჩეული კოქტეილები მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულნი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. პროტეინის მაღალი დონე ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის შემცველობას სისხლში და აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს. სპეციალური ფხვნილი უნდა შეიძინოთ აფთიაქში ან სპეციალურ მაღაზიებში, სადაც ეს დანამატები იყიდება.



გაითვალისწინეთ ეს რჩევები, დაიცავით რეკომენდაციები და ხანმოკლე დროში შენიშნავთ, თუ როგორ უმჯობესდება თქვენი განწყობა და ჯანმრთელობა. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.