» » » ათეროსკლეროზის შანსი მინიმალური იქნება, თუ თქვენ გაითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს...

ათეროსკლეროზის შანსი მინიმალური იქნება, თუ თქვენ გაითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს...

ეს თითქოს არამთავარი, მეორეხარისხოვანი დეტალებია, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის საერთო მდგომარებაზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის ეს ნიუანსია, ოღონდ არსებითი, რომლის გაუთვალისწინებლობა შეცდომაა.
მიაჩნიათ, რომ კარაქის, კვერცხის, ცხიმის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს და რომ უკეთესია ამ პროდუქტებზე უარი ვთქვათ. მაგრამ ბოლო ხანების კვლევებმა ცხადჰყო, რომ ქოლესტერინის სინთეზი ღვიძლში უკუკავშირშია საკვებიდან მიღებულ მის რაოდენობასთან. ესე იგი, სინთეზი იზრდება, როდესაც საკვებში ქოლესტერინი ცოტაა და მცირდება, როდესაც ბევრია. ამგვარად, თუ თქვენ შეწყვეტთ ქოლესტერინის შემცველი პროდუქტების მიღებას, იგი დიდი რაოდეონობით წარმოიქმნება ორგანიზმში.

ქოლესტერინის დონის ნორმის ფარგლებში შესანარჩუნებლად უპირველესად საჭიროა უარის თქმა ნაჯერ და განსაკუთრებით ძნელადდნობად, მონოგაუჯერებელ ცხიმებზე, რასაც შეიცავს ძროხის და ცხვრის ხორცის ცხიმები. უნდა შევზღუდოთ აგრეთვე კარაქი, ყველი, ნაღები, არაჟანი, ცხიმიანი რძე. გახსოვდეთ, რომ "ცუდი" ქოლესტერინი შედის მხოლოდ ცხოველურ ცხიმში. ამიტომ, თუ თქვენი მიზანია სისხლში ქოლესტერინის შემცირება, შეზღუდეთ ცხოველური ცხიმების მიღება. ქათამს და სხვა ფრინველის მსუქან ხორცს შემოაცალეთ ცხიმიანი კანი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს.

როდესაც ხორცის, ან ქათმის ბულიონს ხარშავთ, გააცივეთ იგი და მოაშორეთ გამკვრივებული ცხიმი, ვინაიდან სწორედ ამ ძნელადდნობადი ცხიმის სახეობას მოაქვს ყველაზე დიდი ზიანი სისხლძარღვებისათვის და ამაღლებს "მავნე" ქოლესტერინის დონეს.

და რაც ყველაზე მთავარია!
  • ათეროსკლეროზის შანსი მინიმალურია, თუ თქვენ:
  • არ ეწევით სიგარეტს;
  • არ ეტანებით ალკოჰოლს;
  • გიყვართ ხანგრძლივი ფეხით სეირნობა სუფთა ჰაერზე;
  • არ გაქვთ ზედმეტი წონა და გაქვთ ნორმალური წნევა;
  • არ გაქვთ გადახრები ჰორმონალურ სფეროში.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.