» » » დეპრესია, სტრესი და უძილობა - ეს პრობლემები მოგვარდება, თუ ჰორმონალურ ბალანსს ამ საშუალებით აღადგენთ

დეპრესია, სტრესი და უძილობა - ეს პრობლემები მოგვარდება, თუ ჰორმონალურ ბალანსს ამ საშუალებით აღადგენთ

ნივთიერებათა მიმოცვლის შენელება 35 წლის ასაკში - მეცნიერების მიერ დამტკიცებული ფაქტია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დაყაროთ ფარ-ხმალი და დაივიწყოთ ახალგაზრდა ფიგურის შენარჩუნებაზე. ცოტამ თუ იცის, რომ ორგანიზმის დაბერება იწყება ენდოკრინული სისტემით, უფრო სწორად კი - მისი ფუნქციის დარღვევით.

ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა
ისმის კითხვა: რა შეიძლება გაკეთდეს ენდოკრინული ჯირკვლების პროდუქტიული ფუნქციონირებისთვის და ამ გზით ახალგაზრდობის გახანგრძლივებისთვის? პასუხი ამ კითხვაზე არის - კი, შესაძლებელია. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ენდოკრინული სისტემის მუშაობის გაუმჯობესება და ამისთვის არ დაგჭირდებათ ზედმეტი ფულის ან ძალისხმევის ფლანგვა.


უბრალოდ, უნდა იკვებოთ სწორად და იმოძრაოთ მეტი, ვინაიდან კალორიების მთავარი მომხმარებელი ორგანიზმში - კუთოვანი ქსოვილია. დაკავდით სასიამოვნო და სასარგებლო იოგით, ისეირნეთ დიდხანს, დაივიწყეთ ლიფტის არსებობის შესახებ და კიბეებზე იარეთ.


ძირითადი ფაქტორი, რომელიც ენდოკრინული სისტემების ფუნქციონირებაზე მოქმედებს - კვებაა. უნდა შეავსოთ რაციონი სასარგებლო პროდუქტით, რათა დადებითად იმოქმედოთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე.
გახსოვდეთ, რომ თუ ენდოკრინული სისტემა საათივით იმუშავებს, არ გაგიჩნდებათ ჭარბი წონის პრობლემები. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ სწორი კვების საიდუმლოებს, რომლებიც დაგეხმარებათ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირების აღდგენაში.

  1. ფარისებრი ჯირკვალი
    უდიდესი გავლენა აქვს მთელს ორგანიზმზე. ამ ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევისას ადამიანი გრძნობს სწრაფ გადაღლასა და აპათიას. ამის შედეგად იკარგება სექსუალური ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის მიმართ.
    ასევე, ფარისებრის ფუნქციური უკმარისობა გამოიწვევს სიბერის სიმპტომებს დროის შედარებით მოკლე ვადებში.
    ამ შედეგების თავიდან ასაცილებლად უნდა შეივსოთ იოდის მარაგი ორგანიზმში. ასევე, ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ვიტამინი В, С და თიროზინი - განსაკუთრებული ამინომჟავა, რომელიც ცილების მშენებლობაში მონაწილეობს.
    იოდის მთავარი წყარო ზღვის პროდუქტები, პომიდორი, ბოლოკი და ჭარხალი. В ჯგუფის ვიტამინის მარაგს აღადგენს სატაცური, შვრია, ლობიო, კარტოფილი და ლუდის საფუარი.


  2. სასქესო ჯირკვლები
    ქალებში - საკვერცხეები, მამაკაცებში - სათესლეები. აუცილებელი ვიტამინების დეფიციტი უარყოფითად აისახება ამ ჯირკვლების ფუნქციონირებაზე. უსიამოვნო სიახლე შიმშილის მოყვარულთათვის: მკაცრი დიეტები და შეზღუდვები საკვებში იწვევს სექსუალური ლტოლვის შენელებას.
    სასქესო ჯირკვლების პროდუქტიული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია А, С, Е და B ჯგუფის ვიტამინები. А ვიტამინის საუკეთესო წყაროა თევზის ქონი, კარტოფილი, ღვიძლი, კომბოსტო და პომიდორი.
    С ვიტამინის მარაგის აღდგენაში დაგეხმარებათ შავი მოცხარი, ლიმონი, ფორთოხალი და კომბოსტო, ხოლო Е ვიტამინს მიიღებთ ხორბლის, სალათი-ლატუკისა და კვერცხის გულის მოხმარებით.


  3. თირკმელზედა ჯირკვლები
    მათ გადარჩენის ჯირკვლებსაც უწოდებენ, რადგან ჰორმონები, რომლებსაც ისინი გამოყოფენ, უზრუნველყოფს ორგანიზმს ცხოვრებისეული ძალებითა და ენერგიით.
    თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები ხელს უწყობს ნივთიერებათა აქტიურ მიმოცვლას, დადებითად მოქმედებს სასქესო ფუნქციასა და კუნთების შრომისუნარიანობაზე. ამ ჯირკვლებს პროდუქტიული ფუნქციონირებისთვის ესაჭიროებათ პროდუქტი А, С და Е ვიტამინების შემცველობით.


  4. პარათირეოდული ჯირკვლები
    ამ ჯირკვლების ფუნქციის დარღვევას ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა უკონტროლო გაღიზიანებადობა და მომატებული აღზნებადობა. ნერვული სისტემის პრობლემების თავიდან ასაცილებლად შეავსეთ D ვიტამინის მარაგი.
    კვერცხის გული და თევზის ქონი - საუკეთესო დანამატია რაციონში მათთვის, ვისაც პარათირეოდული ჯირკვლების დარღვევა აქვთ.


  5. კუჭქვეშა ჯირკვალი
    ასრულებს გარესეკრეტორულ და შიდასეკრეტორულ ფუნქციებს. სწორედ კუჭქვეა ჯირკვალია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გადასამუშავებელი ფერმენტების მთავარი წყარო. სისხლში ინსულინისა და გლუკაგონის გამოყოფის წყალობით, კუჭქვეშა ჯირკვალს ნახშირწყლების მიმოცვლის რეგულირება შეუძლია.
    კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა გამოიწვევს შაქრიან დიაბეტს. დაავადების შესანიშნავი პროფილაქტიკაა Bჯგუფის ვიტამინების, ცისტინისა და გლუტამინის მჟავების შემცველი პროდუქტის ჩართვა რაციონში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.