- თქვენ სწრაფად იმატებთ წონაში და ნელა იკლებთ?
- თქვენ არ გიყვართ დილით ჭამა?
- იწონებით ყოველდღე თუ არა?
- ჩაის, ყავას და გაზიან წყალს უფრო მეტს სვამთ თუ უბრალო წყალს?
- გყოფნით თუ არა დრო სპორტისთვის?
- გინდებათ თუ არა ძილი სადილის შემდეგ?
- ადვილია თუ არა თქვენთვის ყუთი კანფეტის ან სამი ნაჭერი ტორტის ჭამა ერთ ჯერზე?
- გამოტოვებული სადილი - ის საბაბია მეტი შეჭამოთ ვახშმაზე?
- შეგიძლიათ ისადილოთ მხოლოდ პიცით ან ჰამბურგებით?
- ხშირად აკეთებთ მაკარონს მეზღვაურულად, შემწვარ კარტოფილს ხორცით და ფლავს?
- ხშირად ზიხართ დიეტებზე?
შედეგები:
0 ქულა
თქვენ არაჩვეულებრივი ნივთიერებათა ცვლა გაქვთ. რომ შევინარჩუნოთ იგი დიდი ხნით, დაკავდით სპორტით კვირაში ორჯერ. ყოველ ორ თვეში შეცვალეთ ვარჯიშები, რადგან კუნთები ეჩვევიან ერთი და იგივე დატვირთვას.
1-3 ქულა
ნივთიერებათა ცვლა კარგია, მაგრამ შეიძლება უკეთესიც იყოს. ჯანმრთელ სხეულში ცხოველქმედების ყველა პროცესი მიდის უფრო სწრაფად, ამიტომ იძინეთ გრილ ოთახში დღეში არანაკლები 8 საათისა. მხოლოდ ძილში ორგანიზმი მთლიანად აღიდგენს ძალებს, ხოლო ტემპერატურა 17-18o C -ით ააქტიურებს ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ძილის პროცესს.
4-8 ქულა
თქვენი ნივთიერებათა ცვლა მიმდინარეობს ნელა. ამის ძირითადი მიზეზი არის ჰორმონები, რომლებსაც გამოყოფს თირკმელზედა შიშის, გაბრაზების, გაღიზიანების მომენტში. გამოსავალი მხოლოდ ფიზიკურ აქტივობაშია. ისეირნეთ სამსახურის შემდეგ 40 წუთი და ორგანიზმი აღდგება. კარგი ნივთიერებათა ცვლის კიდევ ერთი მტერია დაბაკალორიული დიეტები: ამ დროს ცვლა ნელდება, რომ ორგანიზმმა იარსებოს 700 ან 1000 კალორიით დღეში.
9 ქულაზე მეტი
თქვენი ნივთიერებათა ცვლა დაბალია. ჭამეთ დღეში 5-6-ჯერ პატარა ულუფებით. უპირატესობა მიეცით მოხარშულ ბოსტნეულს, ვინაიდან უფრო ადვილად აითვისება ვიდრე უმი. ამ დროს არ დაიწევს სისხლში გლუკოზის დონე, ასევე ცვლის სიჩქარე. კვირაში ერთხელ იარეთ აბანოში: დაჩქარებულ სისხლის მოძრაობას ორგანიზმის ყველა სისტემა მოყავს მოძრაობაში, ფორებიდან გამოდიან ტოქსინები. შველა შეიძლება მასაჟითაც: ყოველ საღამოს დაიზილეთ ფეხის ტერფები 20 წუთით. ასე თქვენ ზემოქმედებას მოახდენთ 500-ზე მეტ წერტილზე, რომლებიც აუმჯობესებენ ყველა ორგანოს მუშაობას.