» » » ბირკავას ძირების და სხვა მცენარეებისაგან დამზადებული მალამო სახსრების სამკურნალოდ

ბირკავას ძირების და სხვა მცენარეებისაგან დამზადებული მალამო სახსრების სამკურნალოდ

ბირკავას სხვადასხვა ნაწილებისგან დამზადებული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა თირკმელების, ღვიძლის, სახსრების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები. ოროვანდის ფოთლებს ოდითგანვე იყენებდნენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ, შეშუპების და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას.

ბირკავას ძირების და სხვა მცენარეებისგან დამზადებული მალამო

ინგრედიენტები:
  • ბირკავას ძირები - 20 გრ
  • მუხის ქერქი - 10 გრ
  • გულყვითელას ყვავილი - 10 გრ
  • ნიგვზის ფოთოლი - 10 გრ
  • მცენარეული ზეთი - 250 მლ

    მომზადების წესი:
    ნედლეული შევურიოთ ერთმანეთს. 40 გრ ნარევს დავასხათ ზეთი, დავდგათ ნელ ცეცხლზე, ვადუღოთ 15 წუთი, კარგად დავახუროთ თავზე და შევდგათ თბილ ღუმელში 10 სთ - ით. შემდეგ გავწუროთ დოლბანდში.
    მომზადებული მალამო დავიდოთ მტკივნეულ სახსარზე, გავაჩეროთ 3 სთ. პროცედურა კეთდება 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 7 დღე.

    ბირკავას თესლების ნაყენი
    ინგრედიენტები:
  • ბირკავას თესლი - 20 გრ
  • 70% - იანი სპირტი - 500 მლ

მომზადების წესი:
ნედლეული დავაქუცმაცოთ, გადავიტანოთ მუქი ფერის შუშის ჭურჭელში, დავასხათ სპირტი და დავაყენოთ ბნელ, გრილ ადგილას 14 დღე, თან ყოველდღე შევანჯღრიოთ და გავწუროთ რამდენიმე ფენად დაკეცილ დოლბანდში.
დავასველოთ ნაყენში დოლბანდი, დავიდოთ, მტკივნეულ სახსარზე, შემოვიხვიოთ ჯერ ტილო და შემდეგ შალის ნაჭერი, დავიტოვოთ მთელი ღამე.
პროცედურა ტარდება ყოველდღე - არანაკლებ 10 დღისა.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.