» » » როგორ ვებრძოლოთ და ავირიდოთ თავიდან ორგანიზმის გაცხიმოვნება

როგორ ვებრძოლოთ და ავირიდოთ თავიდან ორგანიზმის გაცხიმოვნება

გაცხიმოვნება წარმოადგენს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც თან სდევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა კანქვეშა უჯრედისში და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვებით.

გაცხიმოვნების წარმოქმნის მიზეზები:
  • ზედმეტი ჭამა;
  • უმოქმედობა;
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;
  • ენდოკრინული დაავადებები;
  • ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის დაზიანებები;
  • გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმები და სხვა.

    გაცხიმოვნება წარმოადგენს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზის, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების და ზოგიერთი სხვა დაავადებების წარმოქმნის ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორს.

    მისი მკურნალობისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მომენტები:

  • გაცხიმოვნება გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა;
  • გაცხიმოვნებას მოჰყვება გართულებები;
  • არ არის დამტკიცებული მოცემული დაავადების მედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტურობა;
  • დიეტა, ფიზიკური დატვირთვა და ანორექსანტები მოქმედებენ მხოლოდ მაშინ, როცა მათ იყენებენ. მათი შეჩერების შემდეგ ყველაფერი უბრუნდება საწყის მდგომარეობას.

    გაცხიმოვნება და დიეტა
    მიღებულია ჩაითვალოს, რომ ცხიმის ზედმეტობა რაციონში ზრდის გაცხიმოვნების წარმოქმნის რისკს. ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია უარი ვთქვათ ცხიმიან საკვებზე. დაბალცხიმიანი დიეტა არის ამ დაავადების მკურნალობის ძირითადი საშუალება. მოცემულ დიეტაში უნდა იყოს ბევრი ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები და უჯრედისი. ნახშირწყლები ენერგიის ძირითადი წყაროა, უჯრედისი კი უზრუნველყოფს კუჭის და ნაწლავების გაფართოებას, რაც ხელს უწყობს შიმშილის გრძნობის დათრგუნვას.

    დაბალკალორიული დიეტის დასაცავი რეკომენდაციები გაცხიმოვნებით დაავადებულთათვის.

  • ჭამეთ მხოლოდ ის, რაც ნებადართულია და მხოლოდ იმდენი, რამდენიც ნებადართულია;
  • თავი გაარიდეთ სიტუაციებს, როდესაც რისკავთ მიირთვათ რამე ზედმეტი (საშიშია კაფეებში და რესტორნებში სიარული);
  • არ ჭამოთ ფეხზე მდგომმა და არ გააჩეროთ სახლში ზედმეტი საკვები;
  • უარი თქვით სპირტიან სასმელებზე (იგი აძლიერებს შიმშილს და თრგუნავს თვითკონტროლს);
  • ჭამეთ ხშირად, მაგრამ პატარა ულუფებით;
  • ადამიანები, რომლებიც სრულფასოვან საუზმეს მიირთმევენ, ნაკლებად არიან მიდრეკილი გაცხიმოვნებისკენ, ვიდრე ისინი ვინც კალორიების ძირითად რაოდენობას იღებენ სადილობისას და ვახშმის დროს.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.