განსაკუთრებით ეფექტურია ალოეს წვენი ჩირქოვანი ინფექციების გამომწვევების წინააღმდეგ. ამიტომაც ალოეს წვენზე ჩირქოვანი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, ფლეგმონების, აბსცესებისა და კანის სხვა ჩირქოვანი დაავადებების მკურნალობაში.
აკნეს მკურნალობა ალოეს წვენით
რეცეპტი #1
ინგრედიენტები:
- ალოეს წვენი - 1 ს/კ
- წყალი -5 ს/კ
მომზადების წესი:
ალოეს წვენს დავუმატოთ წყალი, დავაყენოთ 2 სთ, შემდეგ მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 3-5 წთ. გამოიყენება, როგორც საფენი კანის მუწუკებით დაზიანებულ უბანზე დასადებად. ეფექტურია, აგრეთვე, ცხიმიანი და ფორებიანი კანისათვის.
რეცეპტი #2
ინგრედიენტები: - ალოეს წვენი - 1 ს/კ
- წყალი - 1 ს/კ
მომზადების წესი:
დაქუცმაცებული ფოთლებისგან გამოვწუროთ ალოეს წვენი და შევურიოთ თბილ წყალს, დავაყენოთ 30 წთ-ით. ეფექტურია აკნეს დროს პირის ნაყენით დაბანა. პროცედურა უნდა ჩატარდეს დღეგამოშვებით, დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი 50 დღე.