» » » ალოე წარმატებით გამოიყენება როგორც ხალხურ, ისე ოფილიაცურ მედიცინაში. ამ მცენარეს ხალხში ოჯახის ექიმი უწოდეს.

ალოე წარმატებით გამოიყენება როგორც ხალხურ, ისე ოფილიაცურ მედიცინაში. ამ მცენარეს ხალხში ოჯახის ექიმი უწოდეს.

ალოე შედის ძალიან ბევრ სამკურნალო ნაკრებების შემადგენლობაში, რომელთაც მთელი რიგი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. ალბათ, ამიტომაც ამ მცენარეს ხალხში ოჯახის ექიმი უწოდეს.
ალოე წარმატებით გამოიყენება როგორც ხალხურ, ისე ოფილიაცურ მედიცინაში ანემიების, ბრონქული ასთმის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მკურნალობაში და კიდევ ათეულობით სხვადასხვა დაავადებისას, როდესაც აუცილებელია ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარის გაძლიერება.
საკმაოდ ფართო გამოყენება ჰპოვა ალოეს წვენისა და თაფლის ზოგადგამაჯანსაღებელმა საშუალებებმა.

რეცეპტი N1

ინგრედიენტები:
  • ღვინო (კაგორი) - 1/2 ჭიქა
  • თაფლი - 1 ჭიქა
  • ალოეს წვენი - 1/2 ჭიქა

    მომზადების წესი:
    მოცემული კომპონენტები ერთმანეთს შეურიოთ და 4-5 დღით დავაყენოთ.

    მიღების წესი:
    როგოროც მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება მივიღოთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

    საკმაოდ ეფექტურია ქრონიკული დაავადებების შედეგად განვითარებული სისუსტის დროს. ალოეს პრეპარატები დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე, ორგანიზმიდან შლაკები გამოყავს.

    ხალხურ მედიცინაში ალოე კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარისას, აკნეს დროს, სოკოვანი დაავადებების ზოგიერთი სახეობისას გამოიყენება. ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას იგი სწრაფად ახორცებს ჭრილობას, აჩქარებს თერმული დამწვრობის მკურნალობას, ამსუბუქებს ანთების ექსუდაციურ ფაზას. ალოეს აქვს საოცარი თვისება - დააჩქაროს დაზიანებული კანისა და რბილი ქსოვილების ეპითელიზაცია. ამ თვისების გამო წარმატებით გამოიყენება ალოეს საწყისზე დამზადებული პრეპარატები სტომატოლოგიაში, ქირურგიაში, მეანობა-გინეკოლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში და ოფთალმოლოგიაში.

    სახლის პირობებში ხშირად იყენებენ ახალმოწყვეტილ ალოეს ჭრილობაზე, დამწვარ ადგილებზე, ფურუნკულებზე დასადებად. სახლში ამზადებენ ალოეს სხვადასხვა სახის ნაყენს, ნახარშს, სამკურნალო ჩაის ან სხვ.
    ნახარშის, წვენის ან ნაყენის დასამზადებლად ალოეს წინასწარ საგულდაგულოდ აქუცმაცებენ. რეცეპტებში ალოეს ფოთლების რაოდენობა მოცემულია სუფრის კოვზებში. ეს ნიშნავს, რომ ფოთლები წვრილად უნდა დაიჭრას და ამის შემდეგ გაიზომოს კოვზით. დაქუცმაცებული ნედლეული უნდა აიღოთ რეცეპტში მითითებული ზუსტი რაოდენობით.

    სახლის პირობებში ალოეს სუფთა წვენის მისაღებად აუცილებელია ავიღოთ ყველაზე ხორციანი ფოთლები მცენარის ქვედა ნაწილიდან, კარგად გავრეცხოთ ჯერ გამდინარე და შემდეგ მდუღარე წყლით, დავჭრათ დანით წვრილად და გავწუროთ დოლბანდში. გამოწურული წვენი მაშინვე უნდა მივიღოთ.
    ადრეულ გაზაფხულზე ბევრს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, იმუნიტეტის დაქვეითება. ყოველივე ეს ავიტამონოზის სიმპტომებია. ამ დროს სასარგებლოა ზოგადგამაჯანსაღებელი ნარევების გამოყენება.

    რეცეპტი N2

    ინგრედიენტები:
  • ალოეს წვენი - 8 ს/კ
  • ნიგოზი - 2 ჭიქა
  • თაფლი - 1 ჭიქა
  • ლიმონის წვენი - 1 ჭიქა

მომზადების წესი:
ყველა კომპონენტი გულდასმით ავურიოთ და მივიღოთ 1 დესერტის კოვზით 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.
სახლში დამზადებული ალოეს პრეპარატების გამოყენების წინ აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.