» » » 3 ეფექტური რეცეპტი კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ

3 ეფექტური რეცეპტი კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ

ალოე შედის ძალიან ბევრ სამკურნალო ნაკრებების შემადგენლობაში, რომელთაც მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. ალბათ, ამიტომაც ამ მცენარეს ხალხში ოჯახის ექიმი უწოდეს.
ალოე წარმატებით გამოიყენება როგორც ხალხურ, ისე ოფიციალურ მედიცინაში ანემიების, ბრონქული ასთმის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მკურნალობაში და კიდევ ათეულობით სხვადასხვა დაავადებისას, როდესაც აუცილებელია ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარის გაძლიერება.
საკმაოდ ფართო გამოყენება ჰპოვა ალოეს წვენისა და თაფლის ზოგადგამაჯანსაღებელმა საშუალებებმა.

კუჭ-ნაწლავის მკურნალობა ალოეთი

N1 რეცეპტი

ინგრედიენტები:
  • ალოეს ფოთლები - 4 ს/კ
  • ხეჭრელას ნაყოფი - 1 ს/კ
  • წყალი - 1 ლ

    მომზადების წესი:
    ალოეს ფოთლებს და ხეჭრელას ნაყოფს დავასხათ მდუღარე წყალი და დავაყენოთ 8 სთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. მივიღოთ შეკრულობის დროს, 2 ს/კ 4-ჯერ დღეში.

    N2 რეცეპტი

    ინგრედიენტები:
  • ალოეს ფოთლები - 2 ს/კ
  • წყალი - 2 ჭიქა

    მომზადების წესი:
    ალოეს ფოთლებს დავასხათ მდუღარე წყალი და დავაყენით 3 სთ-ით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზების მიზნით მივიღოთ 2 ს/კ 2-ჯერ დღეში.

    N3 რეცეპტი
    ინგრედიენტები:
  • ალოეს ფოთლები - 4 ს/კ
  • წყალი - 1 ლ

მომზადების წესი:
ალოეს ფოთლებს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 4 სთ. მივიღოთ შეკრულობის დროს, 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში. შეკრულობის პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ნაყენის მიღება სუფრის კოვზით 2-ჯერ დღეში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.