» » » დღეში ერთხელ ვღეჭავ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ: ეს შესანიშნავი საშუალებაა დაავადებების პროფილაქტიკისთვის

დღეში ერთხელ ვღეჭავ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ: ეს შესანიშნავი საშუალებაა დაავადებების პროფილაქტიკისთვის

ჩვენ კარგად ვიცით თაფლის სარგებლის შესახებ. მივირთმევთ მას ჩაისთან, ვუსვამთ პურზე, ვურევთ ხაჭოში ან დილის ფაფაში. თუმცა, ბევრმა არ იცის, რამდენად სასარგებლოა თაფლი ფიჭაში. ძველად ითვლებოდა, რომ ამ პროდუქტს განსაკუთრებული სამკურნალო ძალა აქვს. ამასთან, იგი ძალიან გემრიელია.



თაფლის ფიჭის თვისებები
  1. მისი ყველაზე მთავარი თვისება ისაა, რომ თაფლი მომხმარებელს სტერილურ მდგომარეობაში მიეწოდება. ამასთან, ფიჭაში თაფლი დიდი ხნით რჩება თხევადი;
  2. თაფლი მდიდარია ბიოგენური სტიმულატორებით, რომლებიც ზრდის საერთო ცხოვრებისეულ ტონუსს ზრდის ჰორმონების - ბიოსების, ანტიბიოტიკური სუბსტანციების მეშვეობით, რომლებიც დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე;
  3. ფუტკრის ცვილი - ეს სურნელოვანი, ყვითელი ფერის მყარი ნივთიერებაა. მის შემადგენლობაშია წყალბადი, ნახშირბადი და ჟანგბადი, ასევე, უამრავი მინერალური ნივთიერება და A ვიტამინი. სამკურნალო თვისებების გარდა, ცვილს სხვა სფეროებშიც იყენებენ, მათ შორის პარფიუმერიასა და კოსმეტოლოგიაში;
  4. პროპოლისი შეიცავს დიდი რაოდენობით ფისსა და ეთერზეთს. მას ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ბაქტერიციდული თვისებები აქვს.
  5. ყვავილის მტვერი - ეს პროდუქტი მცენარეული წარმომავლობისაა.


გამოყენება
  1. ფიჭის თაფლი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც პირის ღრუს ანთებითი პროცესები(კარიესი, ღრძილების ანთება, სტომატიტი და სხვ) აწუხებთ. ღეჭვის დროს კბილები ნადებისგან იწმინდება და დეზინფიცირდება პირის ღრუ;


  2. კუჭ-ნაწლავის გასაწმენდად სასარგებლოა ფიჭის კარგად დაღეჭვა და შემდეგ მცირე ბურთულებად გადაყლაპვა. რთული ქიმიური შემადგენლობა დადებითად მოქმედებს კუჭის სეკრეტორულ და მამოძრავებელ ფუნქციებზე, არეგულირებს კუჭის სეკრეტის მჟავიანობას.


  3. ხშირადმ სტერილური ფიჭა გამოიყენება კატარაქტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მას ხსნიან ადუღებულ წყალში, აგრილებენ და იწვეთებენ თვალებში. თუმცა, ამ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ფიჭის ცვილი, ასევე, გამოიყენება თვალის დამწვრობის დროს, უბრალოდ მომენტალურად, ცვილის გამოიბანეთ თვალები. ეს დაგეხმარებათ რქოვანას აღდგენაში.


  4. თაფლის ფიჭას სამკურნალო თვისებები აქვს სასუნთქი სისტემის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
  5. ფიჭა - ესაა სარგებელი იმუნიტეტისთვის და მთელი ორგანიზმისთვისაც. ამასთან, იგი ანტიალერგიული პროდუქტია. ფიჭის თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა განვითარების პროცესში მყოფი ორგანიზმისთვის. ბავშვები უფრო იშვიათად გახდებიან ავად, გაიზრდებიან გაცილებით ჯანმრთელები, თუ მათ ხშირად დააღეჭინებთ ფიჭას.


    ამ სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ფიჭის თაფლიც, რიგ შემთხვევებში, მავნეა ორგანიზმისთვის. მთავარი უკუჩვენებაა ინდივიდუალური აუტანლობა, ანუ, თუ ამ პროდუქტზე გარკვეული ალერგიული რეაქცია გაქვთ, შეწყვიტეთ მისი მოხმარება.
    ასევე, ფიჭა უნდა მიირთვათ მხოლოდ ზომიერად - დღეში 1-3ჯერ სუფთად ან შავ პურთან ერთად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.