» » » მკურნალობა ფუტკრის ნაკბენით და მეფუტკრეობის პროდუქტებით

მკურნალობა ფუტკრის ნაკბენით და მეფუტკრეობის პროდუქტებით

ტერმინი "აპითერაპია" ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ფუტკარს. აპითერაპია მოიცავს მეთოდების კომპლექს, რომელიც 2 ჯგუფად იყოფა: ფუტკრის ნაკბენით მკურნალობა და მეფუტკრეობის პროდუქტბის გამოყენება (თაფლი, ფუტკრის ცვილი, მტვერი, დინდგელი).

ფუტკრის შხამი ერთ-ერთი მაღალეფექტური ნატურალური პროდუქტია. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტირევმატიული მოქმედება. გარდა ამისა აუმჯობესებს ორგანოების და ქსოვილების კვებას, მაღლა სწევს იმუნიტეტს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.

საოცარი შედეგი აქვს ფუტკრის ნაკბენით მკურნალობას ართროზების, პოდაგრის, ოსტეოქონდროზის და რევმატიზმის დროს. ექიმების აზრით, აპითერაპიის სამკურნალო ეფექტი ხშირად მედიკამენტოზური მკურნალობის ალტერნატივაც კია.

ერთადერთი წინააღმდეგჩვენებაა ფუტკრის შხამის ინდივიდუალური აუტანლობა.

თაფლის ნაყენი სახსრების ტკივილისას

ინგრედიენტები:
  • თაფლი - 300 გრ
  • ლიმონი - 250 გრ
  • ოხრახუშის ძირები - 250 გრ
  • ოხრახუშის ბალახი - 150 გრ

    მომზადების წესი:
    ოხრახუში კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში. ლიმონი გავჭრათ, მოვაშოროთ კურკები, კანი არ მოვაცილოთ, ყველაფერი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ დავუმატოთ თაფლი და ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
    მივიღოთ 1 ჩ/კ 1 სთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 1 თვე. შევისვენოთ 1-2 კვირა და შემდეგ კურსი გავიმეოროთ.
    რეკომენდებულია 3 კურსის ჩატარება.

    თაფლის ნაყენი ოროვანდის ფოთლებით

    ინგრედიენტები:
  • ოროვანდის ფოთლები - რამდენიც საჭიროა
  • თაფლი - 2 ჭიქა
  • 40 % - იანი სპირტი

    მომზადების წესი:
    ოროვანდის ფოთლები კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევახვიოთ დოლბანდში და გამოვწუროთ წვენი (დაახლოებით უნდა მივიღოთ 0,5 ლ 250 მლ გადავასხათ ცალკე ქილაში, დავუმატოთ 1 ჭიქა თაფლი და სპირტი და კარგად ავურიოთ ერთმანეთს. ვაკეთებთ 2 ქილაში). ერთი ქილა შევდგათ მაცივარში, მეორე გრილ ადგილას ერთი კვირის განმავლობაში. ოთახში დატოვებული ქილას მოვურიოთ რეგულარულად.

    მივიღოთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე. როცა "ოთახის" ქილა გათავდება - შევისვენოთ.
    რეკომენდებულია მკურნალობის გაზაფხულზე დაწყება, ასეთ შემთხვევაში მეორე კურსი (მეორე ქილა) გვიან შემოდგომაზე მოუწევს.
    აღნიშნული საშუალებაა ეფექტურია მარილების დაგროვებით გამოწვეული სახსრების ტკივილის დროს.

    თაფლი და ქიშმიში სახსრების ტკივილის დროს

    ინგრედიენტები:
  • თაფლი - 1 კგ
  • ქიშმიში - 1კგ

პირველ დღეს მივიღოთ 1 ს/კ თაფლი დილით ჭამამდე 2 სთ-ით ადრე, მეორე დღეს - 1 მუჭა ქიშმიში ჭამამდე 2 სთ-ით ადრე. (გავაგრძელოთ მანამ, სანამ არ გათავდება ).
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.