» » » ფუტკრის ყველა ეს ნაწარმი საუკუნეების განმავლობაში კანის მკურნალ საშუალებებად მიიჩნეოდა და ახლაც ასეა!

ფუტკრის ყველა ეს ნაწარმი საუკუნეების განმავლობაში კანის მკურნალ საშუალებებად მიიჩნეოდა და ახლაც ასეა!

ფუტკარი საოცარი არსებაა. იგი მსოფლიოს საკვების მოსავლის დაახლოებით 85%-ს ამტვერიანებს. ამზადებს თაფლს, ცვილსა და პროპოლისს (დინდგელს). ყველა ეს ნაწარმი საუკუნეების განმავლობაში კანის მკურნალ საშუალებებად მიიჩნეოდა. სამივე ინგრედიენტი ცნობილია, როგორც დამატენიანებელი, ანტისეპტიკური და კანის დამცავი საშუალება. თაფლი ყველაფერში შეგიძლიათ გამოიყენოთ: დაწყებული სახის ნიღბით, ჭრილობის მკურნალობით დამთავრებული.

შველის ნაკაწრებს, უმნიშვნელო ჭრილობებსა და სისხლჩაქცევებს. თაფლი ბუნებრივი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებაა. შეიცავს წყალბადის ზეჟანგს, რაც ნაწილობრივ მისი სამკურნალო თვისებებს განაპირობებს.

სამკურნალო თაფლი ყველა სახის ჭრილობის სამკურნალოდ გამოიყენება, დაწყებული უმნიშვნელო ჭრილობებითა და დამწვრობით, დამთავრებული კანის წყლულით.

ანტისეპტიკი. თაფლი გაღიზიანებული აკნეს ტრადიციული სამკურნალო საშუალებაა. მიმდინარეობს კვლევა მეტიცილინისადმი მდგრადი ოქროსფერი სტაფილოკოკის ბაქტერიის წინააღმდეგ თაფლის ეფექტურობაზე.

აღადგენს და იცავს კანს. თაფლი, როგორც კანის ბუნებრივი დამატენიანებელი, კანის მოვლის საშუალებების შესანიშნავი კომპონენტია. განსაკუთრებით სასარგებლოა მგრძნობიარე კანისთვის.

აუმჯობესებს კანის ფერს. თაფლი კანისა და თმის ბუნებრივი და ტრადიციული გაღიავების საშუალებაა. მას ამაში წყალბადის ზეჟანგი ეხმარება. შეგიძლიათ პირდაპირ წაისვათ კანზე, თუმცა უფრო ხშირად ინგრედიენტად გამოიყენება.

პროპოლისი (დინდგელი)

ანტისეპტიკი. დინდგელის შემცველი კანის კრემები დამწვრობის, ჭრილობისა და ანთების, ასევე კანის სხვა დაავადებებისა და ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ გამოიყენება.

აკნეს მკურნალი. ანტიბაქტერიული თვისებების გამო დინდგელს ხშირად იყენებენ აკნეს სამკურნალო საშუალებებში. იგი კანიდან აკნეს გამომწვევ ბაქტერიას აქრობს.

აღადგენს და იცავს კანს. დიდნგელში არსებული ფენოლური ნაერთები, განსაკუთრებით კოფეინის მჟავა, უფრო ძლიერდება C და E ვიტამინებთან ერთად მიღების დროს. ეს დინდგელს ანტიოქსიდანტ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ანიჭებს. ამიტომ იგი არაჩვეულებრივი ინგრედიენტია მზით დამწვრობისა და წყლულის სამკურნალო კრემებისთვის. შეიძლება ხელი შეუწყოს კანის უჯრედეის ზრდას და ხელი შეუშალოს ნაწიბურების წარმოქმნას.

ნედლი პროპოლისი
ამ წებოვან, ვიტამინებით მდიდარ ფისს ფუტკრის სკიდან იღებენ.

ფუტკრის ცვილი

შველის ნაკაწრებს, ჭრილობებსა და სისხლჩაქცევებს. სამკურნალო მალამოების შესანიშნავი ინგრედიენტია. გამოიყენება დამწვრობის, სისხლჩაქცევისა და ანთების სამკურნალოდ, რის გამოც ცვილი კანის კრემებსა და მალამოების იდეალური ინგრედიენტია.

ამშვიდებს კანს. კრემებში ცვილს მისი დამამშვიდებელი თვისებების გამოც იყენებენ, რაც განსაკუთრებით მშრალი კანისთვისაა სასარგებლო. ძლიერი დამატენიანებელი ცვილი კანზე წყალგაუმტარ ფენას წარმოქმნის, რის გამოც იგი შეუდარებელია ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიაზი და დერმატიტი.

აღადგენს და იცავს კანს. არის ბუნებრივი დამატენიანებელი. კარგია დამსკდარი ან დაზიანებული ტუჩებისა და ხელებისთვის.

ანტიბაქტერიული. კვლევებმა აჩვენა, რომ ცვილს სტაფილოკოკისადმი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და შეუძლია ისეთი სოკოვანი ინფექციების განკურნება, როგორიცაა კანდიდოზი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.